სოციალური ინვესტორები

ინვესტორები მკვეთრად განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად შეირჩნენ. ფინკა მხოლოდ მათთან თანამშრომლობს, ვინც მხარს უჭერს ორგანიზაციის მისიას და იზიარებს ჩვენს მიდგომას ფინანსურ სარგებელთან ერთად სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციასთან მიმართებაში. ფინკასთვის ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორებთან გრძელვადიანი და რენტაბელური სასესხო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

international_finance_corporation

IFC,  -საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და ორიენტირებულია განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე; საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მისიაა, განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით, IFC აფინანსებს განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის პროექტებს, ეხმარება განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებს საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან ფინანსური სახსრების მობილიზებაში და კონსულტირებას უწევს მათ, რაც თავისთავად მდგრადი განვითარების გარანტია.


KfW

საჯარო სამართლის ინსტიტუტი დაარსდა 1984 წელს. დღესდღეობით KfWBankengruppe -ის 80% – ის მფლობელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა, ხოლო 20 %-ის ფედერალური შტატები (“Länder”).KfWEntwicklungsbank   KfWBankengruppe- ის ნაწილია და ამასთან, მისი  სტრატეგიული კონსულტანტია განვითარების აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში. KfWEntwicklungsbank- ის ძირითად პრიორიტებებია: სიღარიბის შემცირება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ბუნებრივი რესურსების დაცვა და  გლობალიზაციის ფორმირებაში წვლილის შეტანა.


fmo-e1386592600223

ნიდერლანდების განვითარების  საფინანსო კომპანია FMO არის ნიდერლანდების საერთაშორისო  სამეწარმეო ბანკი. FMO ინვესტირებას ახდენს განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორისა და მეწარმეობის ზრდასა და  განვითარებაში.  ორგანიზაცია მიმართულია იმ სამი სექტორის მხარდაჭერასა და განვითარებაზე როგორიცაა: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგო სექტორი, აგრო ბიზნესი, კვებისა და წყლის სექტორი. 6.3 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელით,  FMO ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბილატერული კერძო სექტორის განვითარების ბანკია.


responsability

დაარსებულია 2003 წელს. ResponsAbility Social Investments AG  წარმოადგენს  მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან  კომპანიას სოციალური ინვესტიციების მიმართულებით . მისი საქმიანობა მოიცავს მიკროსაფინანსო სექტორს,  მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების, სამართლიანი ვაჭრობისა და დამოუკიდებელი მედიის სფეროებს. მისი პროდუქტების საშუალებით, responsAbility  განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების წარმომადგენლებს აძლევს წვდომას ბაზარზე, ინფორმაციასა და სხვა ისეთ მომსახურებებზე, რომელიც მათი განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.


triple_jump

Triple Jump– ის მისიაა  წვლილი შეიტანოს დამწყები ბაზრების მდგრად განვითარებაში, მიკრო და მცირე მეწარმეების თანაინვესტირების გზით. Triple Jump , კაპიტალისა და საკონსულტაციო მომსახურების  უზრუნველყოფის გზით, ესწრაფვის, მხარი დაუჭიროს სიცოცხლისუნარიან  მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს განვითარების სამივე ეტაპზე(დამწყებ, განვითარებისა და ზრდასრულ ეტაპებზე) . მათი მიზანია, იმუშაონ დამწყებ ბაზარზე ეფექტური სოციალური ზეგავლენის მიმართულებით, სამეწარმეო სულისკვეთების ხელშეწყობის გზით .


Triodos-logo

Triodos Investment Management,  Triodos Bank,- ის ფილიალია და მართავს 18 საინვესტიციო ფონდს, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 2012 წლის ბოლოს 2.2 მილიარდი შეადგინა.იგი აღიარებულია ინვესტირების სფეროს ლიდერად მთელ მსოფლიოში.  Triodos Investment Management  ის მისიაა, ფული პოზიტიური და მდგრადი ცვლილებებისაკენ მიმართოს. მისი, როგორც ინვესტორის, მიზანია, შეასრულოს კატალიზატორის როლი გარდამავალ ეკონომიკაში, სადაც პლანეტა და ადამიანები პირველ ადგილზეა.

 
ფინკა ბანკი საქართველო ფინკა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის (FMH), წარმომადგენლობაა საქართველოში, ამავდროულად მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედი გლობალური მიკროსაფინანსო და საბანკო ქსელის ნაწილია, რომლის მისიაა პასუხისმგებლიანი საფინანსო მომსახურება გაუწიოს მცირე შემოსავლების მქონე პირებსა და მოსახლეობას უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი