ისტორია  

 

1998  
ფინკა საქართველო, საერთაშორისო მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელის - FINCA International Inc.,-ის ფილიალი, გაიხსნა. პირველი სესხი გაიცა თბილისში 1998 წლის ივლისში.
2011  
FINCA Microfinance Holding Company LLC. - პირველი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მიკროდაფინანსების საინვესტიციო ჰოლდინგი შეიქმნა და სს ფინკა საქართველო 2011 წლიდან FINCA Microfinance Cooperatief U.A.-ის ნაწილია, რომლის საბჭოში ისეთი აქციონერები შედიან, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. FMH-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს FINCA Microfinance Holding Company LLC,
2013  
2013 წლის აგვისტოში ფინკა საქართველომ საბანკო ლიცენზია მიიღო. ქართული კომერციული საბანკო სექტორის ახალი წევრი, სს ფინკა ბანკი საქართველო არის ძლიერი კაპიტალის მქონე ორგანიზაცია.
2015  
2015 წლის თებერვლიდან ფინკა ბანკმა მომხმარებლებლებს საცალო სადეპოზიტო პროდუქტები შესთავაზა.
2015  
ფინკა ბანკმა 20 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა, ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის ემისია განახორციელა. ობლიგაციებს წლიურად დაერიცხება ფიქსირებული 10,1% სარგებელი, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება.ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი - ფინკა ბანკი საქართველო, გამოიყენებს მიკრო და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით, რაც თავის მხრივ მომხმარებლებს თავიდან ააცილებს სავალუტო რისკებს.
2015  
ფინკა ბანკი საქართველოს პერსონალურ საბანკო მომსახურების სერვის ცენტრი გაიხსნა თბილისში.
2016  
ფინკა ბანკ საქართველოს SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტურად გადაეცა.
2017  
FINCA-მ განაცხადა FINCA Impact Finance-ის ბრენდის ჩამოყალიბების შესახებ. ამ ბრენდის ქვეშ მსოფლიო მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ფინანსური ინსტიტუტია გაერთიანებული. ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია.

 

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი