10 მაისიდან Western Union-ის ფულადი გზავნილების კამპანია იწყება. კამპანიის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, გამოვლიდნება 15,039 გამარჯვებული. მათგან 9 მომხმარებელი დასაჩუქრდება Samsung Galaxy Tab S6, 30 მომხმარებელი – Samsung Galaxy Watch 46mm-ით, ხოლო 15,000 მომხმარებელი მიიღებს გარანტირებულ პრიზებს.

ყველაზე აქტიური მომხმარებლები და პრიზის მფლობელები განისაზღვრება შემდეგი პრინციპის მიხედვით:

  • მომხმარებლები რომლებმაც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ ისარგებლეს Western Union-ის ფულადი გზავნილით (თანხის მიღება/გაგზავნა).
  • მომხმარებლები, რომლებმაც საქართველოდან განახორციელეს გზავნილი 300$/1,000 ლარი და მეტი დასაჩუქრდებიან გარანტირებული პრიზით!

*გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად, კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტი განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით.
*იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლებმა პრომოკამპანიის განმვალობაში დააგროვეს გზავნილების ერთნაირი რაოდენობა, გამარჯვებულები გამოვლინდებიან ერთჯერადად გაგზავნილი თანხის ოდენობის მიხედვით.

კამპანიაში ჩართვის მექანიზმი

  • კამპანია ხორციელდება ექსკლუზიურად Western Union-ის პარტნიორი ბანკების ფილიალებში.
  • ტრანზაქციის განხორციელების შემდეგბანკის ოპერატორი უფასოდ გადმოგცემთ ერთჯერად პრომოკუპონს, რომლის დამცავი საფარის ქვეშ მოთავსებული იქნება სპეციალური პრომოკოდი.
  • გაგზავნეთ აღნიშნული კოდი ნომერზე: 90115და ავტომატურად დარეგისტრირდებით აქციაში.
    *ნებისმიერი ქსელიდან გაგზავნილი შეტყობინება არის უფასო მთელი კამპანიის პერიოდში.
  • პრომოკუპონზე ასევე, მითითებული იქნება აქციის პერიოდი, ნომერი რა ნომერზეც უნდა გაგზავნოთ პრომოკოდი, საინფორმაციო ტელეფონის ნომერი რეიტინგის გასაგებად და კამპანიის ორგანიზატორი კომპანიის საკონტაქტო მონაცემები.
  • ყოველი შემდეგი გზავნილის განხორციელებისას, ყოველ ჯერზე მიიღებთ ახალ პრომოკუპონს (უფასოდ) და ის აუცილებლად დაარეგისტრირეთ პრომოკამპანიაში.

კამპანიაში დარეგისტრირება შესაძლებელია ასევე ონლაინ, Facebook-ის გვერდზე “moneytransferGeorgia” და ვებგვერდზე: www.moneytransfer.ge. ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭიროა:Facebook-ის გვერდი/ვებ-გვერდიდა ინტერნეტთან წვდომა;სარეგისტრაციო აპლიკაცია ხელმისაწვდომია Facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/MoneyTransferGeorgia და ვებგვერდზე: www.moneytransfer.ge. აპლიკაციაში ჩაწერეთ შემდეგი ინფორმაცია: გვარი, სახელი (ეს მონაცემები უნდა ემთხვეოდეს პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემებს), ელ. ფოსტის მისამართი, მოქმედი ტელეფონის ნომერი;კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაეთანხმოთ რეგლამენტით გაწერილ წესებსა და პირობებს.

მნიშვნელოვანია:

  • ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ მიღებული ბანკის ქვითრები აუცილებლად შეინახეთ კამპანიის პერიოდის დასრულებამდე. ქვითარი დაადასტურებს საბოლოოდ გამარჯვებულის სტატუსს. ქვითრის საფუძველზე მიიღებთ პრიზებს.
  • იმ შემთხვევაში თუ „პოტენციურ გამარჯვებულს“ არ ექნება შენახული ქვითრები, გამარჯვებულის სტატუსის შესანარჩუნებლად მიმართეთ ბანკს, სადაც განახორციელეთ კამპანიის განმავლობაში გზავნილები (თანხის მიღება/გაგზავნა) და მოითხოვეთ ამონაწერი, რომელსაც წარუდგენთ კამპანიის ორგანიზატორ კომპანიას.
  • ორგანიზატორი გამარჯვებულებს გამოავლენს ტელეფონის ნომრებზე დაყრდნობით – ამისათვის, თქვენი ტელეფონის ნომერი არ გამოცვალოთ, ან არ გამორთოთ.
  • მომხმარებელი, რომელიც ერთხელ უკვე გახდება გამარჯვებული თვის ჭრილში, განხორციელებული გზავნილები გაუნულდება. ხოლო მის მიერ მომდევნო თვეში დარეგისტრირებული გზავნილი ავტომატურად გააგრძელებს კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.

გამარჯვებულთა გამოვლენა

  • დიდი და საშუალო პრიზები:გამარჯვებულს გამოავლენს ორგანიზატორი კომპანია სამ ეტაპად: 15 ივნისს, 15 ივლისს და 16 აგვისტოს.
  • გარანტირებული პრიზები: ფინკა ბანკისოპერატორის მიერ გარანტირებული პრიზებით დასაჩუქრდება პირველი 200 მომხმარებელი, რომელიც ფინკა ბანკის ფილიალიდან Western Union-ის ფულადი გზავნილების სისტემით გაგზავნის თანხას – 300$/1,000 ლარი და მეტი.

*გარანტირებული საჩუქრებია WU-ის ბრენდირებული ნივთები.
*იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული უარს აცხადებს პრიზის მიღებაზე, მისი ჩანაცვლება სხვა პრიზით ან საგნით არ მოხდება.

მნიშვნელვანია!

  • კამპანიის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ განხორციელებული/დარეგისტრირებული ტრანზაქციები არ მიიღებს მონაწილეობას კამპანიის გამარჯვებულთა გამოვლენისას.
  • ორგანიზატორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ელექტრონული მონაცემების დაკარგვის, მოპარვის, დაგვიანების, არასრული შევსების, არასწორად შევსების, შეცდომებზე, გამოჩენებზე, წყვეტაზე, დეფექტზე, ჩავარდნაზე, ტექნიკურ გაუმართაობაზე ან რაიმე სხვა ინტერნეტის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
  • ასევე, ორგანიზატორი არ აიღებს ვალდებულებას თუ მოხდება კამპანიის სარეგისტრაციო აპლიკაციის გათიშვა Facebook-ის ტექნიკური პრობლემების გამო. ამ შემთხვევაში, კამპანია შეწყდება პრობლემის მოგვარებამდე.
  • Western Union Ltd და ორგანიზატორი არ არიან პასუხისმგებელნი იმ სიტუაციაზე, როცა ერთზე მეტი ადამიანი აცხადებს პრეტენზიას ერთი და იმავე ანგარიშზე ან ელექტრონულ მისამართზე კამპანიაში მონაწილეობისათვის; პრიზი გადაეცემა მონაწილეს, რომელიც განაცხადებს საკონტაქტო ინფორმაციას და გამოაგზავნის პირადობის მოწმობის ასლს, რომლის მონაცემებიც ემთხვევა მანამდე გაცხადებულ ინფორმაციას.
  • კამპანიაში ჩართვით, ყველა მონაწილე ეთანხმება ოფიციალურ რეგლამენტს და თანახმაა, რომ მისი პირადი მონაცემი შევიდეს ორგანიზატორი კომპანიის მონაცემთა ბაზაში იმისათვის, რომ მოხდეს გამარჯვებულების ვინაობის დადგენა და პრიზების გადაცემა.
  • ორგანიზატორი კომპანია ვალდებულებას იღებს დაიცვას ყველა მონაწილის პირადი ინფორმაცია.
  • კამპანიის პერიოდში შეგროვებული პირადი ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა კამპანიაში ჩართული პარტნიორებისა და იმ შემთხვევებისა, როცა ორგანიზატორი კომპანია ვალდებულია შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა. ორგანიზატორ კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს მონაწილეების/გამარჯვებულების თანხმობა, მათი გვარის, სახელის და ფოტოს გამოქვეყნებისათვის სხვადასხვა ბეჭდურ, აუდიო, ვიდეო მასალისთვის ან Western Union-ის მარკეტინგული მიზნებისათვის. თანხმობის დასაფიქსირებლად მონაწილეები/გამარჯვებულები ხელს მოაწერენ დეკლარაციას. THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA გამოიყენებს მონაწილეების მიერ მიწოდებულ პირად ინფორმაციას მხოლოდ ამ კამპანიის ფარგლებში.