ფინკა ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად BlueOrchard Finance-გან 10 მილიონი აშშ დოლარი მიიღო


 2018 წლის 4 ივნისს ფინკა ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ფინკა ბანკისთვის ჯამურად 10 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. თანამშრომლობის თანახმად, მიღებული დაფინანსება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტების გაფართოებას მოხმარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ეს თანხა სრულად მოხმარდება  მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში. მსგავსი თანამშრომლობა გადამწყვეტია მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში, რადგან იგი ქმნის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებასა და გაფართოებას – აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ფინკა ბანკი ჩვენი საიმედო პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ წელსაც გავაფორმეთ მომერანდუმი, რომლის მიზანიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მხარდაჭერაა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთობლივად მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს, რომელიც მეწარმეებისა და ბიზნესის მქონე პირების მხარდაჭერას და მათთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შექმნას ემსახურება“ – აღნიშნა ნორმუნდ მიზისმა, ევრაზიის ქვეყნებში BlueOrchard Finance-ის საკრედიტო მიმართულების რეგიონალურმა ხელმძღვანელმა.

 

BlueOrchard Finance Ltd –ის შესახებ

BlueOrchard არის მსოფლიო მასშტაბის წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაცია. კომპანიის მიზანია კომპანიების სწრაფ ზრდაზე ორიენტირებული საინვესტიციო აქტივობების ხელშეწყობა. BlueOrchard დაარსდა 2001 წელს გაეროს ინიციატივით, როგორც მიკროსაფინანსო საინვესტიციო ტრანზქციების მსოფლიოს პირველი კომერციული მმართველი ორგანიზაცია. დღეს კომპანია პრემიუმ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაობს ინვესტორებს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საკრედიტო თუ საკუთარი კაპიტალისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ www.blueorchard.com

BlueOrchard Microfinance ფონდის შესახებ

BlueOrchard Microfinance FUND არის მსოფლიოში პირველი კერძო და სრულიად კომერციული მიკროსაფინანსო ფონდი და აქვს სექტორში ამ მიმართულებით ოპერირების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია. ფონდი ქმნის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას და უკვე 18 მილიონ მიკრომეწარმეს გაუწია მხარდაჭერა 50 ქვეყანაში.

ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

 

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა ბანკის კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ და 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო, სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.

ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

 

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი