უსაფრთხოების პოლიტიკა

ვებ გვერდი იმართება სს ფინკა ბანკი საქართველოს მიერ საზოგადოებისთვის ჩვენი სამუშაოს გაცნობისა და ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიზნით. როგორც ცალკეული ვებ გვერდის საავტორო უფლებები, ასევე მასზე განთავსებული ინფორმაცია ეკუთვნის სს ფინკა ბანკ საქართველოს (შემდგომში “ფინკა ბანკი”). არცერთი ტექსტის, ასლისა თუ გამოსახულების გამოყენება არ შეიძლება არც ნაწილ-ნაწილ და არც მთლიანად (გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც აღებულია საჯარო დომენიდან) ფინკა ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე.

ფინკა ბანკი აფასებს თქვენს მხარდაჭერას და უზრუნველყოფს თქვენი უსაფრთხოების დაცვას ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის განთავსებისას.

ფინკა ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, უზრუნველყოს ბანკის ონლაინ ვიზიტორების უსაფრთხოება. ჩვენ არ ვითხოვთ რეგისტრაციას ან ვებ გვერდზე ნახვის მიზნით რაიმე ინფორმაციის მოწოდებას. ჩვენ არ ვაგროვებთ პერსონალური იდენტიფიკაციის მონაცემებს  ვიზიტორებისგან მათგან ფარულად და მათი სურვილის გარეშე. ფინკა ბანკი გარწმუნებთ, რომ კონფიდენციალურია ყველას ვინაობა, ვინც ამ ვებ გვერდის მეშვეობით გვიკავშირდება. უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

სს ფინკა ბანკი საქართველო

ვაჟა ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12, 0186, თბილისი, საქართველო

Tel: (+99532) 2207410/11/12; Fax: (+995 32) 2207413;

ცხელი ხაზი : (+995 32) 2244949; *4949

ელ.ფოსტა: fincageo@nullfinca.ge

ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ, თუ:

  • გაქვთ შეკითხვები ზოგადი ინფორმაციის შესახებ;
  • გაქვთ რაიმე სახის კომენტარი ან გსურთ პასუხის მიღება;
  • გსურთ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მიღება;
  • გსურთ მხოლოდ ბეჭდური მასალის ფოსტით მიღება;
  • გსურთ, რომ აღარ იყოთ ელექტრონული ან ბეჭდური კომუნიკაციის სიაში;

ინფორმაციის შეგროვება

ზემოთხსენებულის შესაბამისად, ფინკა ბანკი არ ითხოვს ვიზიტორებისგან რეგისტრაციას (გარდა გამონაკლისი საიტის ზოგიერთი მახასიათებლისა, რომელიც შეიძლება ითხოვდეს რეგისტრაციას, ან მომხმარებლებს აძლევდეს საშუალებას ატვირთონ საკუთარი გზავნილები, ფოტოები და მომხმარებლის მიერ გენერირებული სხვა კონტენტი („მომხმარებლის მიერ მასალის განთავსება“), რომელიც დამუშავდება მომსახურების გაწევის ან მოცემული საკითხის განხილვისთვის) ან ვებ გვერდისთვის ნახვისთვის პირადი იდენტიფიკაციის ინფორმაციის მოწოდებას. ჩვენ არ ვაგროვებთ პერსონალური იდენტიფიკაციის მონაცემებს ადამიანებისგან, თუკი მათ თავად არ აქვთ ამის სურვილი. ჩვენ ვაგროვებთ ისეთ არამაიდენტიფიცირებელ მონაცემებს ვიზიტორებისგან შიდა განხილვის მიზნებისთვის, როგორიცაა ვიზიტორების საერთო რაოდენობა, ნანახი გვერდები და სხვა არამაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. გაერთიანებულ ინფორმაციას ვიყენებთ ვებ გვერდის გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ ამ  ვებ გვერდის მოხმარება თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს.

ფინკა ბანკი არ ითხოვს პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას იმ ადამიანებისგან, ვისაც სურთ თანხის შეწირვა ან ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერა. ფინკამ შესაძლოა გაუზიაროს ეს ინფორმაცია სერვისის მომწოდებლებს ფინკას მხრიდან მხოლოდ იმ პროცესების საწარმოებლად, როგორებიცაა საკრედიტო ბარათით გადახდები, ვებ გვერდის შენახვა ან დონორებთან კონტაქტი. ჩვენს სერვის პროვაიდერებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ინფორმაცია საკუთარი მიზნებისთვის ან გაუზიარონ სხვებს. ფინკა ბანკი არ ყიდის ინფორმაციას კომერციული საქმიანობისთვის. ჩვენ არ ვყიდით ელექტრონულ კონტაქტებს და არც არავის ვუზიარებთ.

სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია

იმ შემთხვევაში, თუ გადმოგვცემთ თქვენ ტელეფონის ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, შესაძლოა პერიოდულად მიიღოთ ინფორმაცია ფინკა ბანკის სიახლეების შესახებ, როგორიცაა კვარტლური საინფორმაციო ბიულეტენი, წლიური ანგარიში ან სხვა. თუკი არ გსურთ ასეთი ინფორმაციის მიღება ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ fincageo@nullfinca.ge, ან დაგვირეკოთ ზემოთხსენებულ ნომერზე ან მოგვწეროთ ზემოთ ხსენებულ მისამართზე. ასევე ჩვენთან შეთანხმებით და დადგენილი წესების შესაბამისად უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გამოყენების შეწყვეტა, გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 კარიერის გვერდი

ფინკა ბანკი იმ ადამიანებისგან, რომლებიც სტუმრობენ კარიერის გვერდს ითხოვს საკონტაქტო ინფორმაციას (სახელს, ელექტრონულ ფოსტას, მისამართს) ისევე, როგორც ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ პერსონალის მიერ და არ ზიარდება გარე ორგანიზაციებთან.

პროფილი

ფინკა ბანკი Cookies და LOG- ფაილების მეშვეობით ინახავს ინფორმაციას რათა თვალყური ადევნოს ვიზიტორების  პრიორიტეტებს ფინკა ბანკის ვებ გვერდთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გზით არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას და არც ვუზიარებთ მესამე მხარეს.

Cookies

Cookies არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც შენახულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე როდესაც ჩვენს ვებ გვერდზე შემოდიხართ. ფინკა ბანკი იყენებს Cookies რათა გაანალიზოს ჩვენი ვებ გვერდის ჯამური ტრაფიკის მოდელი და ჩვენი ონლაინ ვიზიტორების ვებ გვერდზე ყოფნა უფრო მოსახერხებელი გახადოს. Cookies  არ ვიყენებთ რაიმე პერსონალური ინფორმაციის შესანახად ან შესაგროვებლად. ბევრი ბრაუზერი გვთავაზობს Cookies დაბლოკვის ან მოშორების ფუნქციას. თქვენ შეგიძლიათ წარმატებით შემოხვიდეთ ჩვენს საიტზე დაბლოკილი Cookies ფუნქციით, მაგრამ Cookies ჩართულად დატოვება დაგვეხმარება ჩვენი ვებ გვერდის ეფექტურობისა და გამოყენების გაზრდაში.

Log- ფაილები

როგორც სტანდარტული ვებ გვერდების სერვერების უმეტესობა, ჩვენც ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას და ვინახავთ Log ფაილებში. ეს ინფორმაცია მოიცავს ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, ბრაუზერის ტიპს, ინტერნეტ სერვისის მომწოდებელს (ISP), საწყის ბმულს (საიდანაც მოხდა მომხმარებლის გადმომისამართება) და ბოლო ნანახ გვერდს (საიდანაც მომხმარებელმა დატოვა ვებ გვერდი, პლატფორმის ტიპს, დროს/თარიღს და კლიკების რაოდენობას, ვაანალიზებთ ტენდენციებს, ვახდენთ ვებ გვერდის ადმინისტრირებას და ამასთან ვახორციელებთ საიტზე ვიზიტორების ნავიგაციის გაერთიანებულ მონიტორინგს და ვაგროვებთ ფართო დემოგრაფიულ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რომელიც არ აიდენტიფიცირებს კონკრეტულ მომხმარებელს ვებ გვერდის ადმინისტრირებისთვის, მიმართულებების გასაანალიზებლად, ვებ გვერდზე ვიზიტორის მოძრაობის მონიტორინგისთვის და, ასევე, ჩვენი მომხმარებლების დემოგრაფიული ინფორმაციის შესაგროვებლად. დამატებითი გაფრთხილების გარეშე ჩვენ ავტომატურად შეგროვებულ ამ მონაცემებს არ დავაკავშირებთ თქვენს პირად ინფორმაციას და არ გამოვიყენებთ რაიმე სხვა მიზნებისთვის.

ბმულები

ეს ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ლინკებს სხვა საიტებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფინკა ბანკი არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი სხვა საიტების შინაარსზე ან უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ვიზიტორებს, გაითვალისწინონ, რომ როდესაც ისინი ტოვებენ ჩვენს ვებ გვერდს და გადადიან სხვა გვერდზე, გაეცნონ იმ ვებ გვერდების უსაფრთხოების პირობებს, რომლებიც პირად მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს აგროვებენ. ეს უსაფრთხოების პოლიტიკა ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც გროვდება ამ ვებ გვერდის მიერ.

მშობლებისათვის

ჩვენ მოხარულები ვართ, როდესაც ახალგაზრდები სტუმრობენ FINCA.ge-ს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მისიის შესახებ მეტის გაგების მიზნით. ფინკა ბანკი გაცნობიერებულად არ იღებს პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისგან და არც ცდილობს მათ საბაზრო სეგმენტად გამოყენებას, თუკი ეს არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.

შეტყობინება ცვლილებების შესახებ

წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებ გვერდზე.

 
სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი