საიტის გამოყენების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება FINCA.ge-ზე („საიტი“), რომელსაც მართავს სს ფინკა ბანკი საქართველო (შემდეგში „ფინკა ბანკი“). მოცემული „პირობები“ აწესრიგებს საიტზე თქვენს წვდომას და მის გამოყენებას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს, ვინაიდან ის წარმოადგენს კანონიერ შეთანხმებას. საიტზე შესვლით და მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, არ შეხვიდეთ ამ საიტზე.

რეგისტრაცია და მომხმარებლის მიერ მასალების განთავსება

საიტის ზოგიერთი მახასიათებელი შეიძლება ითხოვდეს რეგისტრაციას, ან მომხმარებლებს აძლევდეს  საშუალებას ატვირთონ საკუთარი გზავნილები, ფოტოები და მომხმარებლის მიერ გენერირებული სხვა კონტენტი („მომხმარებლის მიერ მასალის განთავსება“). თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ წარმოადგენთ ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას თქვენს შესახებ,  საიტის მოთხოვნების შესაბამისად და დროულად განაახლებთ ამ ინფორმაციას, რომ შენარჩუნდეს მონაცემების სისწორე. ამავე დროს პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ ატვირთულ მონაცემებზე, თქვენი მომხმარებლის სახელის და პაროლის კონფიდენციალურობაზე და, ასევე, ყველა იმ ქმედებაზე, რაც თქვენი ანგარიშითა და პაროლით შეიძლება განხორციელდეს. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ აცნობებთ ფინკა ბანკს თქვენი ანგარიშისა და პაროლის  არაავტორიზებული გამოყენებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ფინკა ბანკს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე და საკუთარი სურვილისამებრ მონიტორინგი გაუწიოს, წაშალოს, უარყოს ან ნებისმიერ დროს შეასწოროს მომხმარებლის მიერ ატვირთული ისეთი მასალა, რაც არღვევს ან ეწინააღმდეგება საიტის გამოყენების პირობებსა და უსაფრთხოების პოლიტიკას ან, თუ ფინკა ბანკი საჭიროდ ჩათვლის, რომ არსებობს რაიმე სხვა ობიექტური მიზეზი ასეთი სახის ჩარევის განსახორციელებლად.

მომხმარებლის მასალების საიტზე განთავსების მიზნით წარმოდგენისას თქვენ ნებას რთავთ ფინკას, ფინკას ფილიალებს და პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით, გამოიყენონ მუდმივი, შეუცვლელი, გადასახადისგან თავისუფალი, არაექსკლუზიური, ქვე-ლიცენზირებადი ლიცენზია ამ მასალების გამოყენებისთვის, რეპროდუცირებისთვის, მისგან წარმოებული ნაშრომების შექმნისთვის, გავრცელებისთვის, საჯაროდ წარმოდგენისთვის, გადაცემისთვის, გადატანისა და გამოქვეყნებისთვის ნებისმიერი ფორმით, მედია საშუალებით, ამჟამად ცნობილი, ან მომავალში შექმნილი ტექნოლოგიებით. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ არ ეცდებით გამოიყენოთ ე.წ. „მორალური უფლებები“ თქვენი მასალების ატვირთვისას ჩვენი ორგანიზაციის, ჩვენი ფილიალების ან პარტნიორების წინააღმდეგ.

მომხმარებლის ქცევა

  • თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, საიტი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე მომხმარებლებისთვის. თუკი თქვენი ასაკი 18 წელზე ნაკლებია, შეგიძლიათ არ წარმოადგინოთ და საჯარო არ გახადოთ პერსონალური ინფორმაცია. საიტის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ:
  • არ დაარღვევთ კანონს ფინკა ბანკის ან ნებისმიერი მესამე მხარის საავტორო უფლებების, საფირმო ნიშნებისა და საკუთრების უფლების დარღვევის ჩათვლით, შეზღუდვების გარეშე;
  • არ შეავიწროვებთ, არ დაემუქრებით, ცილს არ დასწამებთ ან შეურაცხყოფას არ მიაყენებთ ფინკა ბანკს ან ნებისმიერ სხვა მესამე მხარეს;
  • არ წარმოაჩენთ თავს ფინკა ბანკად ან ნებისმიერ სხვა მესამე მხარედ;
  • არ ეცდებით, რომ მოიპოვოთ პაროლები, სხვისი ანგარიშები, სხვისი პირადი ხასიათის ინფორმაცია, ელექტრონული მისამართები ან სხვა სახის ინფორმაცია;
  • არ გამოაქვეყნებთ რაიმე სახის კომერციული შინაარსის მქონე მასალას, რეკლამისა და პრომო მასალის ჩათვლით, თუკი ისინი პირდაპირ არ არის ავტორიზებული ფინკა ბანკის მიერ;
  • თქვენი ქმედებით ხელს არ შეუშლით ფინკა ბანკს, ან ნებისმიერ სხვას, საიტის გამოყენებაში, ისეთი ქმედებების ჩათვლით, რაც მიმართულია საიტის შემოწმების, სკანირების ან ფინკა ბანკის სისტემისა ან ქსელის მდგრადობის ხელყოფის ტესტირების; არ დაარღვევთ ფინკა ბანკის უსაფრთხოებას ან ავთენტურობას და არ ეცდებით მიაყენოთ არამართლზომიერი ან ნებადაურთველი დატვირთვა საიტის ინფრასტრუქტურაზე;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ფინკა ბანკის მიერ განისაზღვრება, როგორც შეურაცხმყოფელი, ვულგარული, პორნოგრაფიული, უხამსი ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

სავაჭრო ნიშნები:

ეროვნული და საერთაშორისო სავაჭრო ნიშნებისა და უფლებების შესახებ კანონის მიხედვით პროდუქტის სახელის, კომპანიის სახელის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს, მომსახურების ნიშნის, შეფუთვის, სლოგანების, ფინკას პროდუქტებისა და დიზაინის ყველა უფლება, იმისდა მიუხედავად თუ რა ფორმითაა წარმოდგენილი, ექსკლუზიურად ეკუთვნის ფინკა ბანკს ან ფინკა ინთერნეშენალს ან სხვა უფლებამოსილ მფლობელს მიუხედავად სავაჭრო ნიშნის სიმბოლოს გამოჩენისა, და დაცულია რეპროდუქციისგან, იმიტირების, მიმსგავსების, დამაბნეველი ან შეცდომაში შემყვანი გამოყენებისგან. ამასთან, პირდაპირი გამოხატული ნებართვის გარეშე ამ სავაჭრო ნიშნების სწორად ან არასწორად გამოყენება აკრძალულია და არაფერი, არც ნაგულისხმევი და არც  განცხადებული საიტზე არ განიჭებთ ლიცენზიას ან უფლებას ფინკა ბანკის, ფინკას, მისი აქციონერების, ფილიალების ან ნებისმიერი სხვა მესამე მხარის სავაჭრო ნიშნებზე. ამ შეთანხმების ან სხვა პირობების შეთავსებით, რომლებიც მოცემულია ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ პირადი მოხმარების მიზნით გამოიყენოთ ფინკა ბანკის მიერ მოწოდებული ბმული, რომელიც შეიცავს ფინკა ბანკის სავაჭრო ნიშანს (შემდგომში-ბმულს) მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განხორციელდეს გადამისამართება FINCA.ge-ზე, იმის გათვალისწინებითაც, რომ თქვენი მხრიდან ასეთი ბმულის გამოყენება არ შექმნის წარმოდგენას, რომ ფინკა ბანკი ადასტურებს, იწონებს, ასპონსორებს ან დაკავშირებულია თქვენს პროდუქტებთან, საქონელთან, მომსახურებასთან ან თქვენს ვებ გვერდთან. ამასთან, არ შეიძლება გადმომისამართდეს ისეთი ვებ გვერდიდან, რომლის შინაარსი ასახავს ან რეკლამაა პორნოგრაფიის, პარტიზანული მასალის, ასევე უნებართვო რეკლამა ცეცხლსასროლ იარაღის ან ნებისმიერ სხვა მოცემულობა ან რეკლამა, რასაც შეუძლია ფინკა ბანკის რეპუტაციისა და პრესტიჟის შელახვა.

საავტორო უფლებები

საიტი (ტექსტი, გამოსახულება, ფოტოები, გრაფიკა, მომხმარებლის ინტერფეისი, სქრინშოტები, დიზაინი და კომპიუტერული კოდები, ასევე მათი შერჩევა, კოორდინირება, ასეთი მასალების მომზადება და სხვა სახის შინაარსი) დაცულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს კანონმდებლობით საავტორო უფლებების შესახებ. საიტის ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის ფინკა ბანკს ან ავტორიზებულ მესამე მხარეს სრული მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების აქტისა, საქართველოს კანონმდებლობის და საავტორო უფლებების ყველა საერთაშორისო კანონის შესაბამისად იმ კონტენტის გარდა, რომელიც გამოაქვეყნეთ საიტზე ან წერილობით პირდაპირ გამოხატული ნებართვის გარეშე, თქვენ არ გაქვთ უფლება დააკოპიროთ, გადაამრავლოთ, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეიყვანოთ მონაცემთა ბაზაში, აჩვენოთ, შეცვალოთ, შექმნათ მისგან წარმოებული ნაშრომები, გადასცეთ ან სხვა რაიმე გზით გამოიყენოთ საიტის რაიმე ნაწილი.

თუკი დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი საავტორო უფლებით დაცული ნაშრომი გადამრავლდა ან გადამისამართდა საიტიდან ავტორიზაციის გარეშე და საავტორო უფლებების დარღვევით, გთხოვთ, ჩვენს მიერ დანიშნულ საავტორო უფლებების აგენტთან:

  • მოახდინოთ იმ საავტორო უფლებებით დაცული ნაშრომის იდენტიფიცირება, რომელსაც თვლით, რომ დაირღვა;
  • მიუთითოთ მასალის სავარაუდო დამრღვევის შესახებ, რომლის წაშლასაც ითხოვთ;
  • მიუთითოთ თქვენი სახელი, მისამართი და დღის განმავლობაში მოქმედი ტელეფონის ნომერი, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი, თქვენთან საჭიროების შემთხვევაში დასაკავშირებლად;
  • განაცხადების სახით დააფიქსიროთ თქვენი კეთილგონიერი მოსაზრება, იმის შესახებ, რომ საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება არ იყო ავტორიზებული საავტორო უფლებების მფლობელის, აგენტის ან კანონის მიერ;
  • განცხადება, რომლის მიხედვითაც თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი და ითვალისწინებთ ცრუ ჩვენების მიცემისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის წესს, ამასთან, ადასტურებთ, რომ განმცხადებელს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სავარაუდოდ დარღვეული ექსკლუზიური საავტორო უფლებების მფლობელის მიერ
  • ამასთან აუცილებელია, ელექტრონული ან ფიზიკური ხელმოწერა საავტორო უფლებების მფლობელისგან ან მის მიერ ავტორიზებული სხვა პირისგან, რათა დადასტურდეს საავტორო უფლებების დარღვევა და დაფიქსირდეს განცხადება.

საიტზე დარღვევების შესახებ შეტყობინებისათვის გთხოვთ მოგვმართოთ:

იურიდიული დეპარტამენტი

ვაჟა ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12, 0186, თბილისი, საქართველო

ტელ.: (+99532) 2207410/11/12; ფაქსი: (+995 32) 2207413;

ელ. ფოსტა: legalsupport@nullfinca.ge

ასეთი განცხადების მიღების შემდეგ ჩვენ წავშლით მასალას, რომელიც არღვევს ნებისმიერი პირის საავტორო უფლებებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და შევზღუდავთ იმ მომხმარებლების პრივილეგიებს, ვინც განმეორებით დაარღვევს სხვების საავტორო უფლებებს.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვეპყრობით საიტის მეშვეობით თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას. საიტზე შესვლით თქვენ აღნიშნავთ, რომ გესმით და ეთანხმებით ინფორმაციის დამუშავების, გამოყენების და გამჟღავნების პრაქტიკის წესებს რომელიც აღწერილია ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკაში და გაერთიანებულია ამ პირობებთან, თუკი გაქვთ შეკითხვები ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე fincageo@nullfinca.ge.

მესამე მხარის მასალა (კონტენტი) და ბმულები მესამე მხარის ვებ გვერდებთან

საიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის კონტენტს და ბმულებს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელად (შემდგომში-გადამისამართებულ საიტებს). ფინკა ბანკი არ იწონებს, არ ასპონსორებს, არ უწევს რეკომენდაციას ან სხვა მხრივ არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ გადამისამართებულ საიტზე. ფინკა ბანკი ასევე არ აკონტროლებს გადამისამართებულ საიტებს და არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსსა თუ უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

გარანტიების და პასუხისმგებლობების შეზღუდვა

საიტი წარმოდგენილია „როგორც არის“ და „ყველა ნაკლით“. ფინკა ბანკი არ იძლევა არავითარ, არც გამოხატულ და არც ნაგულისხმევ გარანტიას ვებ გვერდთან დაკავშირებით, მათ შორის, ნებისმიერი შეუზღუდავი სავაჭრო გარანტიას კონკრეტულ მიზანს მორგებულობის, დაურღვევლობის, სიზუსტის, საიმედოობის ან შესრულების ჩათვლით.

არც ერთ შემთხვევაში, არც ფინკა და არც მისი აფილირებული პირები არ არიან პასუხისმგებელი პირდაპირ, შემთხვევით, შედეგობრივ, არაპირდაპირ, კონკრეტულ ან სადამსჯელო ზიანზე, რომელიც შესაძლოა საიტზე თქვენი შესვლის შედეგად მიიღოთ საიტის არასწორად გამოყენებით, ან საიტის გამოყენების შეუძლებლობით. ასევე, ფინკა არ არის პასუხისმგებელი თუ თქვენს მიერ ვერ განხორციელდა კონკრეტული ოპერაცია თქვენი მხრიდან დაშვებული შეცდომის, უზუსტობის, დეფექტის, ოპერაციის გადადების ან გადაცემის, კომპიუტერული ვირუსის, ხაზის ან სისტემური ხარვეზითაა გამოწვეული. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საიტთან დაკავშირებით, საიტის გამო წარმოქმნილი ან რაიმე გზით საიტთან დაკავშირებული დავა სხვა მომხმარებელთან, ფინკა ბანკი გათავისუფლებულია ყველანაირი პრენტეზიისგან, მოთხოვნისგან და დავასთან დაკავშირებული ყველა სახის და ტიპის ზარალისგან. ეს შეზღუდვები მოქმედებს მაშინაც კი თუკი სავარაუდო პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კონტრაქტით, გამოწვეულია დაუდევრობით, განსაზღვრულია მკაცრი ვალდებულებებით, ან სხვა ნებისმიერი სახის საფუძველზეა დამყარებული, ასევე იმის მიუხედავდ ჩვენ გაფრთხილებული ვიყავით თუ არა ასეთი პასუხისმგებლობის ან/და ზარალის თაობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი იურისდიქცია არ აღიარებს გამონაკლისს ან კონკრეტული ზარალის შეზღუდვას, ჩვენი პასუხისმგებლობა ასეთი იურისდიქციის დროს განისაზღვრება კანონის მიხედვით.

ზარალის კომპენსაცია

თქვენ თანახმობას აცხადებთ და გვაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ არ დაგვეკისრება ზიანის ანაზღაურება არანაირი დანაკარგის, პასუხისმგებლობის, პრეტენზიის ან მოთხოვნის, ადვოკატის გონივრული ანაზღაურების ჩათვლით გაღებული მესამე მხარისგან, თქვენს მიერ გამოწვეული (პირდაპირ და არაპირდაპირ) საიტზე შესვლით ან გამოყენებით, ან რომელიც გამოწვეულია თქვენს მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის გამო.

შეწყვეტა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ ან უარვყოთ მომხმარებლის მიერ საიტზე ატვირთული ან გავრცელებული ის მასალა, რაც ჩვენი პირადი დისკრეციული შეხედულებით, არღვევს წინამდებარე დოკუმენტში აღწერილ უფლებებს; შევზღუდოთ, შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ საიტზე ნებისმიერი მომხმარებლის აქტივობა ნებისმიერ დროს, შეტყობინებით ან მის გარეშე, თუ ჩავთვლით რომ მან დაარღვია ან არღვევს საიტის გამოყენების პირობებს.

ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნით. სხვა კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი პუნქტები კი არ დაექვემდებარება შეწყვეტას.

სხვადასხვა

ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ეს პირობები ან საიტის სხვა მახასიათებლები ნებისმიერ დროს,  ჩვენი პირადი დისკრეციულობიდან გამომდინარე. პირობების ბოლო ვერსიის ნახვა შესაძლებელია საიტის მთავარ გვერდზე „საიტის გამოყენების პირობებსა“ და ”უსაფრთხოების პოლიტიკაზე” დაკლიკებით. საიტზე შესვლით და მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს.

„საიტის გამოყენების პირობები“ წარმოადგენს საიტის გამოყენების შესახებ სრულ შეთანხმებას ჩვენსა და თქვენს შორის. თუკი რომელიმე დებულება ჩაითვლება ძალადაკარგულად, ეს არ ვრცელდება დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე.

კონტაქტი

საიტის გამოყენების პირობებთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართეთ:

ვაჟა ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12, 0186, თბილისი, საქართველო,

იურიდიული დეპარტამენტი: legalsupport@nullfinca.ge

 

 

 

 

 

 

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი