შემნახველი ანაბარი

შემნახველი ანაბარი საუკეთესო არჩევანია, თუ გსურთ გქონდეთ ანგარიში, რომელზეც ნებისმიერი სიხშირით შეძლებთ თანხის შეტანა/გამოტანას და ამავე დროს, მიიღებთ მაღალ საპროცენტო სარგებელს!

შემნახველი ანაბრის პირობები

ვალუტა: GEL, USD, EUR.

ანაბრის ვადა: შეუზღუდავი;

საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის:

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი: GEL 7%, USD 1.50%, EUR 0.10%.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (-დან): GEL 7.23%, USD 1.51%, EUR 0.10%.

საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირებისათვის:

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი: GEL 5.5%, USD 1.00%, EUR 0.10%.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: GEL 5.64%, USD 1.01%, EUR 0.10%.

შენიშვნა: ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვლისას გაკეთებულია შემდეგი დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1.000.00 ერთეულიან ანაბარს 01/01/2017-ში და თანხას აჩერებს ანგარიშზე 12 თვე.

ანაბარზე თანხის დამატების სიხშირე და ოდენობა: შეუზღუდავი.

შემნახველი ანაბრის უპირატესობები

  • ანაბრის გახსნა შესაძლებელია პირველადი შენატანის გარეშე;
  • თანხის დამატება/გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს;
  • ანაბარზე სარგებელი ირიცხება ყოველთვიურად;
  • დარიცხული სარგებელი ემატება ანაბრის ძირითად თანხას;
  • ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა ფინკა ბანკის ნებისმიერი სერვის ცენტრიდან უფასოა.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

შემნახველი ანაბრის კალკულატორი

ქვემოთ მოცემული კალკულატორი განკუთვნილია მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვლის დაშვება გთხოვთ იხილოთ ანაბრის პირობების განმარტებაში.

შემნახველი ანგარიშის კალკულატორი
თანხა
ვადა
  თვე
გსურთ, გაიგოთ მეტი? დაგვიკავშირდით *4949 ან 2244949
 

 

 

 
 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი