ზრდადი ანაბარი “მეტი სარგებელი“

ზრდადი ანაბარი “მეტი სარგებელი” საუკეთესო არჩევანია, თუ გსურთ გქონდეთ ანგარიში, რომელზეც ნებისმიერი სიხშირით შეძლებთ თანხის შეტანას და ამავე დროს, მიიღებთ უცვლელ მაღალ საპროცენტო სარგებელს!

სტანდარტული ზრდადი ანაბრისაგან განსხვავებით ზრდადი ანაბარი „მეტი სარგებელი“ არის ე.წ. გამოუთხოვადი ტიპის ანაბარი, რომელსაც გააჩნია ვადა და ამ ვადის განმავლობაში კლიენტს არ აქვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის და თანხის გატანის უფლება.

ანაბრის პირობები

ვალუტა:   ლარი, დოლარი
ანაბრის ვადა: 12-დან 24 თვემდე
მინიმალური შენატანი: 20 GEL, USD
მაქსიმალური შენატანი: შეუზღუდავი

  • სავალდებულო ყოველთვიური შენატანი, სტანდარტული საპროცენტო სარგებელის დარიცხვის მიზნით შეადგენს 20 ლარს/დოლარს.
  • ანაბარზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირით
  • საპროცენტო სარგებელი ანაბრის ვადის ამოწურვამდე უცვლელია
  • ანაბრის ანგარიშის გახსნა უფასოა
  • ანაბრის მომსახურება უფასოა
  • თანხის გადატანა ანაბრის ანგარიშიდან მიმდინარე/მულტისავალუტო ანგარიშზე უფასოა
  • ანაბარზე დარიცხული პროცენტის გატანა უფასოა.

სტანდარტული საპროცენტო სარგებელი ფიზიკური პირებისათვის

ვადა (თვე) საპროცენტო სარგებელი
12 ლარი/დოლარი

ნომინალური 11.50% / 4%

ეფექტური 11.43%-დან / 3.99%-დან

15 ნომინალური 12.00% / 4.00%

ეფექტური 11.77%-დან / 3.97%-დან

18 ნომინალური 12.00% / 4%

ეფექტური 11.62%-დან / 3.95%-დან

21 ნომინალური 12.00% / 4%

ეფექტური 11.48%-დან / 3.94%-დან

 24  ნომინალური 12.00% / 4%

ეფექტური 11.43%-დან / 3.93%-დან

შენიშვნა: ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გაკეთებულია დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1,000.0-იან დეპოზიტს 01/01/2017-ში და ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში ამატებს 20.00 ერთეულს.

საპროცენტო სარგებელი იურიდიული პირებისათვის

ვადა (თვე) საპროცენტო სარგებელი
GEL

ნომინალური/ეფექტური

USD

ნომინალური/ეფექტური

12 9.50% / 9.52% 2.75% / 2.75%
15 9.50% / 9.42% 2.75% / 2.74%
18 10.50% / 10.28% 3.00% / 2.98%
21 11.00% / 10.64% 3.00% / 2.97%
24 11.00% / 10.52% 3.00% / 2.96%

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გაკეთებულია დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1,000.0-იან დეპოზიტს 01/01/2017-ში და ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში ამატებს 20.00 ერთეულს.

Cumulative Deposit Calculator (More Interest)
თანხა
ყოველთვიური შენატანი
  
ვადა
გსურთ, გაიგოთ მეტი? დაგვიკავშირდით *4949 ან 2244949
 

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი