ვადიანი ანაბარი „მეტი სარგებელი“

თუ გსურთ დანაზოგის გადადება კონკრეტული პერიოდით და უფრო მეტი საპროცენტო სარგებელის მიღება, ვადიანი ანაბარი „მეტი სარგებელი“ საუკეთესო არჩევანია.

ანაბრის პირობები

ვალუტა:  ლარი, დოლარი
ანაბრის ვადა: 12-დან 24 თვემდე
მინიმალური შენატანი: 100 GEL, USD
მაქსიმალური შენატანი: შეუზღუდავი

  • ანაბრის გახსნა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ ან სრულწლოვან ფიზიკურ პირს;
  • მეანაბრე შესაძლოა იყოს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქე.

სტანდარტული ვადიანი ანაბრისაგან განსხვავებით ვადიანი ანაბარი „მეტი სარგებელი“ არის ე.წ. გამოუთხოვადი ტიპის ანაბარი, რომელსაც გააჩნია ვადა და ამ ვადის განმავლობაში კლიენტს არ აქვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის და თანხის გატანის უფლება.

ამ ტიპის ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება ანაბრის ვადის შესაბამისი ფიქსირებული, მაღალი საპროცენტო სარგებელი, რომლის გატანა კლიენტს შეუძლია ყოველთვიურად, ან პერიოდის/ვადის ბოლოს.

ანაბრის უპირატესობები

  • ანაბარს ერიცხება ფიქსირებული, მაღალი საპროცენტო სარგებელი
  • ანაბრის ანგარიშის გახსნა უფასოა
  • ანაბრის მომსახურება უფასოა
  • თანხის გადატანა ანაბრის ანგარიშიდან მიმდინარე/მულტისავალუტო ანგარიშზე უფასოა
სტანდარტული საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისათვის
დღე თვე ვადის ბოლოს გატანა

ნომინალური/ ეფექტური

ყოველ თვე გატანა

ნომინალური/ეფექტური

360-449 12-14 ლარი 12 % / 12%-დან

დოლარი 4 %/4%-დან

ლარი  – 11.25% / 11.25%-დან

დოლარი – 3.85% / 3.85%-დან

450-539 15-17 ლარი – 12.5/12.50%-დან

დოლარი 4%/4%-დან

ლარი – 11.50% / 11.50%-დან

დოლარი – 3.85% / 3.85%-დან

540-750 18-24 ლარი – 12.5%/12.5%-დან

დოლარი 4%/4 %-დან

ლარი – 11.50% / 12.96%-დან

დოლარი – 3.85% / 3.85%-დან

შენიშვნა #1: საპროცენტო სარგებელის ყოველთვიური გატანის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გაკეთებული დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1,000.00 ერთეულიან დეპოზიტს 01/01/2017-ში და სარგებელი გააქვს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში.

შენიშვნა #2: საპროცენტო სარგებელის ანაბრის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გაკეთებული დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1,000.00 ერთეულიან დეპოზიტს 01/01/2017-ში.

სტანდარტული საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირებისათვის

ვადა საპროცენტო სარგებელი

ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში

საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში
ლარი

ნომინალური/ეფექტური

დოლარი

ნომინალური/ეფექტური

ლარი

ნომინალური/ეფექტური

დოლარი

ნომინალური/ეფექტური

12 10.25%/10.17%-დან 3.5% / 3.49%-დან 9.75% / 10.20%-დან 3.25% / 3.30%-დან
15 10.25% /10.04%-დან 3.5% / 3.48%-დან 9.75% / 10.20%-დან 3.25% / 3.30%-დან
18 11.5% / 11.10%-დან 3.5% / 3.46%-დან 10.50% / 11.3%-დან 3.25% / 3.30%-დან
21 11.5% / 10.95%-დან 3.5% / 3.45%-დან 10.50% / 11.85%-დან 3.25% / 3.30%-დან
24 11.50% /10.91%-დან 3.5% / 3.44%-დან 10.50% / 11.85%-დან 3.25% / 3.30%-დან

 

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი