საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით აღმოსავლეთ საქართველოს 8 – 10 წლამდე ასაკის ბავშვთა რაგბის ფესტივალი გაიმართა 29 მაისს პანკისის ხეობაში, სოფ. დუისში. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 20-მდე გუნდმა მიიღო. ფინკა ბანკი, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2003 – 2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა რაგბის გუნდს პერიოდულ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს პანკისში რაგბის გუნდის განვითარების ხელშესაწყობად. ფინკა ბანკი წარმატებებს უსურვებს პატარა მორაგბეებს!