ფინკა ბანკმა ჯომარდობის საქველმოქმედო ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო

2018-11-12T00:53:45+04:00ივლისი 2, 2014||

ფინკა ბანკი შეუერთდა საქველმოქმედო ორგანიზაციის – „ჩ.ვ.ე.ნ“ ინიციატივას და 22 ივნისს მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ჩემპიონატში, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიები და ტელევიზიები ერთმანეთს ჯომარდობაში შეეჯიბრნენ. ღონისძიება ფშავის არაგვზე გაიმართა, სადაც გუნდები ერთმანეთს 1 კილომეტრიან დისტანციაზე შეეჯიბრნენ. ბანკის წარმომადგენლებმა მანძილი 3 წუთსა და 9 წამში დაფარეს, რითაც მანამდე არსებული რეკორდი გააუმჯობესეს და პირველი ადგილი დაიკავეს. აღნიშნული ღონისძიება საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩ.ვ.ე.ნ“ და სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდის“ ორგანიზებით ჩატარდა და მასში ქვეყნის წამყვანი ბიზნეს-კომპანიებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.