ფინკა ბანკმა ბავშვთა სენსორული ოთახი განაახლა

2018-11-12T00:29:51+00:00იანვარი 20, 2018||

ფინკა ბანკმა პარტნიორებისა და თანამშრომლების სახელით, არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” დღის ცენტრის ბავშვებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და მათი სენსორული ოთახი ახალი სათამაშოებითა და სხვადასხვა ნივთებით განაახლა. სენსორული ოთახით ყოველწლიურად აუტიზმის სპექტრის მქონე 500-მდე ბავშვი სარგებლობს. მსგავსი სივრცეები ბავშვების განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრის ბავშვები განახლებული სენსორული ოთახით მარტის თვიდან ისარგებლებენ.