ფინკა ბანკმა ახალი მომხმარებლები დააჯილდოვა

2018-11-12T00:54:15+04:00მაისი 15, 2014||

ფინკა ბანკი ქვეყნის მასშტაბით არსებული 38 სერვის ცენტრის საშუალებით 50 000 ზე მეტ მომხმარებელს უწევს ფინანსურ მომსახურებას. ამ წარმატების აღსანიშნავად ფინკა ბანკის 38-ვე სერვის ცენტრის ახალ მომხმარებლებს ბანკისგან საჩუქრად ტელევიზორები გადაეცათ. ახალი მომხმარებლების დაჯილდოვების ცერემონია სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა. სერვის-ცენტრების მენეჯერებმა და ფინკა ბანკის თანამშრომლებმა ფინკა ბანკის წარმატება გამარჯვებულებთან და მათ ოჯახებთან ერთად ტორტითა და შამპანურებით აღნიშნეს. ფინკა ბანკი საქართველო მომხმარებელს სხვადასხვა სახის სესხებს სთავაზობს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურება გაუწიოს მის კლიენტებს. 2014 წლის ბოლომდე ფინკა ბანკი გეგმავს ახალი სერვის ცენტრების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, ასევე მომხმარებლებს შესთავაზებს ახალ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას.