ფინკა ბანკი Treepex Georgia-თან თანამშრომლობით ბორჯომში 1000 ხეს დარგავს

2018-11-12T00:30:02+04:00იანვარი 3, 2018||

2018 წელს ფინკა ბანკიც შეურთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას და თანამშრომლების და პარტნიორების სახელით გადამწვარი ტყის აღსადგენად 1000 ხეს დარგავს და ამით უნიკალური ეკოსისტემის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრმა იცის და გრძნობს, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ საზოგადოების განვითარებისთვის, სადაც ვმუშაობთ. ფინკა ბანკი და ჩვენი ოჯახის ყოველი წევრი დავრგავთ ხეებს ბორჯომის ტყეში და ვიწვევთ საზოგადოების თითეულ წევრს – შემოგვიერთდით! ყოველი ხით ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმ ეკოსისტემის აღდგენაში, სადაც ვცხოვრობთ და რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. გთხოვთ, შემოგვიერთდით!” – აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ხეების დარგვა მაისის თვეშია დაგეგმილი.