ფინკა ბანკის წარმომადგენლები დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ

2018-11-12T00:47:54+04:00ნოემბერი 8, 2014||

ფინკა ბანკი შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და ბანკირის დღის აღსანიშნავად გამართულ დასუფთავების აქციაში, ქვეყნის 35 ქალაქის მასშტაბით მიიღო მონაწილეობა.ფინკა ბანკის, ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და სხვა კომერციული ბანკების წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ გარემოსდაცვით კამპანიაში ერთობლივად ჩაერთნენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკირის დღის აღსანიშნავად გამართულ დასუფთავების აქციაში საბანკო სექტორის 2000-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ის პირველი ქართული ბანკის -სათავადაზნაურო ბანკის დაარსების 140 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 177-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.