აჩუქე სიცოცხლე, გახდი დონორი

2018-11-12T00:54:31+04:00იანვარი 10, 2014||

ფინკა ბანკი საქართველო შეუერთდა სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის (სისხლის ბანკი) მიერ ორგანიზებულ უანგარო დონორობის აქციას „აჩუქე სიცოცხლე: გახდი დონორი“. აქციაში ჩართვით ფინკა ბანკი გამოხატავს თანადგომას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდება და ასევე თავის წვლილს შეიტანს საქართველოში უანგარო დონორობის განვითარების საქმეში. ანალოგიურ აქციაში სისტემატიურად სხვადასხა სამთავრობო და კერძო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას.