განცხადება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ

სს ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance Global Network-თან აფილირებული ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათავო ოფისიც მდებარეობს ვაშინგტონ DC-ში, ამერიკის შეერთბულ შტატებში. სს ფინკა ბანკი საქართველოს საქმიანობა რეგულირდება სხვადასხვა ზედამხედველი/მარეგულირებელი ორგანოს მიერ: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა შემუშავებულია შიდა საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, რომელიც მოიცავს: საქართველოს კანონს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №4-ს „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; აღნიშნული პროგრამა ასევე ეფუძნება ისეთ საერთაშორისო რეგულაციებს, როგორიცაა ევრო კავშირის მე-4 დირექტივა, US PATRIOT Act. ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფი მის ყოველდღიურ საქმიანობაში ითვალისწინებს საერთაშორიო საუკეთესო პრაქტიკას და რეკომენდაციებს, შემუშავებულს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცნიების მიერ, როგორიცაა FATF, ბაზელის კომიტეტი საბანკო ზედამხედველობის შესახებ. სს ფინკა ბანკი საქართველო სრული ძალისხმევით ცდილობს, რომ შესაბამისობაში იყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებილ კანონებთან, წესებთან და სტანდარტებთან მიმართებაში.

კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სს ბინკა ბანკი საქართველოს მიერ შექმნილია მონიტორინგის და კონტროლის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ერთეული – ფულის გათეთრების საწინააღმდეგო განყოფილება, რომელიც უზრუნვეყოფს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების ჯეროვნად შესრულებას. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო განყოფილება სტრუქტურულად რისკების მართვის დეპარტამენტს და შესაბამისობის განყოფილებას ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია პირდაპირ გენერალურ დირექტორთან. სს ფინკა ბანკ საქართველოს შემუშავებული და დანერგილი აქვს რისკზე დაფუძნებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი პროგრამა, რომელიც მოიცავს გაწერილ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკას, დამტიკცებულს დირექტორთა საბჭოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ; პროგრამა ასევე მოიცავს თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგი პროცედურების, შიდა კონტროლებისა და სისტემებისგან: „იცნობდე შენს კლიენტს“ პროგრამა (რომელიც ასევე ითვალისწინებს საბოლოო ბენეფიციარი მფლობელის დადგენის და იდენტიფიცირების ვალდებულებას და პოლიტიკურად აქტიური პირების იდენტიფიკაციის პროცედურებს); ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რისკების შეფასება; კლიენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების და მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცედურები; საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის და სავალდებულო ანგარიშგების პროცედურები; მონაცემების/დოკუმენტების სათანადო შენახვასთან დაკავშირებული პროცესები; და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკაშირებული შესაბამისი თანამშრობლებისთვის სწავლების უზრუნვეყოფის პროცესები, რომელიც მოიცავს ფინანსური დანაშაულის კანონების, წესების და რეგულაციების თანამშრომლებისათვის გაცნობას, და ასევე ითვალისწინებს, ბანკის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული მოთხოვნების და ფულის გათეთრების პრევენციის დეტალურ აღწერას.

სს ფინკა ბანკი საქართველო მუდმივ ინვესტირებას ახორციელებს ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, რომ გააუმჯობესოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული მონიტორინგის და კონტროლის პროცესები.

ბანკში არსებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო შიდა პოლიტიკის ეფექტურობის გადახედვა რეგულარულად ხორციელდება, შიდა აუდიტის პერიოდულ შემოწმებასთან ერთად. ბანკი სრულად თანამშრომლობს მარეგულირებელთან/ზედამხედველთან ფინანსური დანაშაულის გამოძიების კუთხით. სს ფინკა ბანკი საქართველო არ ამყარებს საქმიან ურთიერთობას ე.წ. ფიქტიურ ბანკებთან (“Shell Bank”-ებთან).

სს ფინკა ბანკის დირექტორთა საბჭო სრულად ათვითცნობიერებს ბანკის ფინანსური ჩართულობის ფონზე ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კრიტიკულ მნიშვნელობას. შესაბამისად, სს ფინკა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭო, სრული ძალისხმებით ცდილობს დაიცვას ფინანსური ინსტიტუტი მის მიერ შემოთავაზებული საბანკო პროდუქტების და მომსახრების  და ზოგადად ფინანსური სისტემის კრიმინალების მხრიდან ბოროტად გამოყენებისაგან.

ვუსალ ვერდიევი

გენერალური დირექტორი

სს ფინკა ბანკი საქართველო

სს ფინკა ბანკი საქართველოს US PATRIOT Act-ის სერტიფიკატი