მეტი სარგებელი ფერმერებს – USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ფინკა ბანკი თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია სამაცივრე და შემგროვებელი ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

USAID -თან თანამშრომლობის ფარგლებში, ფინკა ბანკის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თანადაფინასების თანხა (პროექტის ღირებულების 60% პროცენტი) მარტივად და შეღავათიან ფასად აიღონ.

დეტალური ინფორმაცია – საქართველოში სამაცივრე და შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა (RFA 006)

https://drive.google.com/…/1vR2ZQSb1eUoF1_u00vT…

https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=298778

დეტალური ინფორმაცია – საქართველოში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა (RFP 007)

https://drive.google.com/…/1YfkDPXbUdfqGj0Nzy3uoAEDL9Vl…

https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=298778

განაცხადის წარდგენის პროცედურების და განაცხადის ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაატარებს  საინფორმაციო შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში შემდეგი განრიგის მიხედვით:

  1. ქვემო ქართლის მხარე

მარნეული: 2021 წლის 20 აპრილი,   15 საათი

მისამართი: დემოკრატული ჩართულობის ცენტრი/გიორგაძის ქ. #1

  1. იმერეთის მხარე

ქუთაისი: 2021 წლის 22 აპრილი, 12 საათი

მისამართი: იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა/რუსთაველის გამზირი #124

  1. გურიის მხარე

ოზურგეთი:  2021 წლის 23 აპრილი, 12 საათი

მისამართი: დემოკრატული ჩართულობის ცენტრი/ჭაჭავაძის ქ. #14

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ბათუმი:  2021 წლის 26 აპრილი, 12 საათი

მისამართი: აჭარის სავაჭრო-სამრეწველო  პალატა/ა. მელაშვილის ქ # 26, მე-2 სართული

  1. სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარე

ზუგდიდი: 2021 წლის 27 აპრილი,   13 საათი

მისამართი: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია/ზვიად გამსახურდიას გამზირი #45

  1. შიდა ქართლის მხარე

გორი: 2021 წლის 28 აპრილი, 16 საათი

მისამართი: დემოკრატული ჩართულობის ცენტრი/ იერუშალაიმის ქ. #18

  1. კახეთის მხარე

თელავი: 2021 წლის 29 აპრილი, 12 საათი

მისამართი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თელავი/რუსთაველის ქ. #2

ასევე გაიმართება ონლაინ სესია: 2021 წლის 5 მაისს, 13:00  საათზე

Facebook ლაივი; USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის Facebook გვერდი:

https://www.facebook.com/apgeorgia.org

საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსისა და დანართ A-ში წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შესახებ.

განმცხადებლებს ასევე შეგიძლიათ დასვათ კითხვები ელ. ფოსტის საშუალებით (grants@apgeorgia.org) 2021 წლის 10 მაისამდე. 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME)[1] შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

ფინკა ბანკი მზადაა მხარი დაუჭიროს სოფლის მეურნეობის განვითარების დაინტერესებულ პირებს და USAID -თან თანამშრომლობის ფარგლებში, არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თანადაფინასების თანხა (პროექტის ღირებულების 60% პროცენტი) მარტივად და შეღავათიან ფასად აიღონ.