FINCA Impact Finance-მა აღმასრულებელი მენეჯერების გაძლიერების და განვითარების პროგრამა შექმნა, რომლის წარდგენა და პირველი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში გაიმართა. ღონისძიებას ფინკას გლობალური ქსელის 12 ქვეყნის 16 წარმომადგენელი და FINCA Impact Finance -ის აღმასრულებელი მენეჯმენტი ესწებოდა.

ტალანტების გაძლიერების პროექტის მიზანია ფინკას ქვეყნების თანამშრომლებს შორის აღმოაჩინოს ის თანამშრომლები, რომლებიც ავლენენ ლიდერობის უნარებს. აღმასრულებელი დონის მენეჯერების გაძლიერების და განვითარების პროგრამა სხვადასხვა მოდულებისგან შედგება, მათ შორის, ონლაინ სწავლება, ჯგუფური ბიზნეს მოდელის შექმნა, ლიდერობის და ქოუჩინგის მოდულები. პროგრამა 2019 წლის მაისში დაიწყო და 1 წელიწადს გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, ფინკა ბანკის ინიციატივით, ღონისძიებაზე სპეციალური სპიკერის სტატუსით მოწვეული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა. მან თავის პრეზენტაციაში აქცენტი ეროვნული ბანკის საქმიანობაზე გააკეთა,  ისაუბრა თუ რა ინსტრუმენტებით და როგორ არეგულირებს ეროვნული ბანკი ქვეყნის საბანკო სექტორს. პაპუნა ლეჟავას მეორე თემა ფინ-ტეკ კომპანიებს ეხებოდა, რამდენად არის მსოფლიოში მსგავსი კომპანიების განვითარების ტრენდი და მათი პოტენციალი საქართველოში.

შეხვედრის დასასრულს პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის არის სასარგებლო, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ის ზრდის ქვეყნის ცნობადობას.

პაპუნა ლეჟავა – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი – „მოხარული ვარ, რომ მსგავსი ღონისძიებები ტარდება საქართველოში. აქ წარმოდგენილები არიან ფინკას თანამშრომლები მთელი მსოფლიოდან. ეს ზრდის ქვეყნის ცნობადობას და ასევე ინვესტორების ინტერესს ქვეყნისადმი. ამიტომ დიდი მადლობა ყველას ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. მადლობელი ვარ, რომ მე მომეცა საშუალება დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. მონაწილეებს გავუზიარე ახლო წარსულის გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროს შესახებ, ასევე მომავალი ხედვები, როგორც საბანკო რეგულატორის ამ სფეროში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ პრეზენტაციამ”.

რომან ჰინგორანი – FINCA Impact Finance-ის ფინანსური დირექტორი – „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბიზნესის წარმატება დგას ტალანტების აღმოჩენის, მათი განვითარების და სწორ ხელმძღვანელობაში. როცა ჩვენ ინვესტირებას ვაკეთებთ ჩვენს თანამშრომლებში, ამით სარგებელს იღებენ მომხმარებლები. როცა თანამშრომლები არიან ძლიერები და ცოდნით აღჭურვილები, ისინი ახერხებენ ჩვენი ღირებულებების სწორად მიტანას მომხმარებლამდე. ჩვენთვის, როგორც გლობალური ორგანიზაციისთვის, ასეთი კომუნიკაცია და პროექტები აუცილებელია. მოხარული ვარ, რომ ბატონი პაპუნა გვსტუმრობდა, ეს ჩვენთვის პატივია და მოხარულები ვართ, რომ ეროვნული ბანკი ხელს გვიწყობს ჩვენი მისიის საქართველოში განხორციელებაში“.

ვუსალ ვერდიევი – ფინკა ბანკ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი – ისეთი გლობალური ორგანიზაციისთვის, როგორიც ფინკაა, მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა, რადგან ის საშუალებას აძლევს თანამშრომლებს ჰქონდეთ განვითარების საშუალება ქვეყნის გარეთაც, ფინკას 20 ქვეყნის მასშტაბით.  დღეს პაპუნა ლეჟავას სტუმრობა იყო კარგი შესაძლებლობა პროექტის მონაწილეებისთვის, მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეროვნული ბანკი, როგორია მათი მიდგომები და ტალანტების მენეჯმენტის პროექტები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ინიციატივებს და საუკეთესო გამოცდილებას აუცილებლად სისტემატურად გავუზიარებთ ერთმანეთს”.

FINCA Impact Finance-ის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის ფარგლებში აღმოჩენილი ტალანტები და მათი იდეები აუცილებლად წარმატებას მოუტანს კომპანიას და მისი ეფექტური მართვისთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება.