ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო


სიახლე ფინკა ბანკში. 2018 წლის 5 პარილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფინკა ბანკი მომხმარებელს ფულად გზავნილებზე აქციას და ბევრ სიურპრიზს სთავაზობს. მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში ყველაზე მეტ ფულადი გზავნილს გაანაღდებენ ან გააგზავნიან ფინკა ბანკის ოფისებიდან, მიიღებენ საჩუქარს – 500 ლარიან დეპოზიტს.

აქციაში ჩართვა მარტივია. ფინკა ბანკის ყველა სერვის ცენტრში მომხმარებელს გადაეცემა ფულადი გზავნილების სპეციალური ბარათი, სადაც აქციის დროს განაღდებულ ან გაგზავნილ ფულად გზავნილზე ჩაიკვრება პატარა სტიკერი. აქციის განმავლობაში მესამე და მეექვსე გზავნილზე მომხმარებელი მიიღებს ბრენდირებულ საჩუქარს. მათ კი, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტ გზავნილს მიიღებს ან გაანაღდებს ფინკა ბანკში, 500 ლარიანი დეპოზიტი გადაეცემა. ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციას 20 გამაჯრვებული ეყოლება, ისინი 2019 წლის 10 იანვარს დასახელდებიან.

„მოხარულები ვართ, რომ საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, შეგვიძლია ფულად გზავნილებზე მომხმარებლებს მოსახერხებელი და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ჩვენს ყველა სერვის ცენტრში გზავნილის მიღება ან გაგზავნა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ახლა კი სიახლე გვაქვს, დავიწყეთ წამახალისებელი აქცია და ერთგულ და ლოიალურ მომხმარებლებს საჩუქრებს გადავცემთ. გირჩებთ, რომ ჩაერთოთ გზავნილების აქციაში, მიიღოთ სპეციალური ბარათი და დაიწყოთ თქვენი გზავნილების ისტორიის დაგროვება ფინკა ბანკში“ – ამბობს თამარ სოფრომაძე, ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქცია ქვეყნის შიდა ფულად გზავნილებზე არ ვრცელდება.

ფინკა ბანკი წელს საქართველოში საქმიანობის 20 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით ბანკში ბევრი სიახლე და აქციაა დაგეგმილი.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი