2019 წლის 1 მარტიდან ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების კამპანია საინტერესო ახალი წესებითა და საჩუქრებით დაიწყო.

კამპანიაში მონაწილეობა მარტივია – დასაჩუქრდება ყველა, ვინც ამ 10 თვის განმავლობაში, 31 დეკემბრამდე, ყველაზე მეტჯერ მიიღებს და გააგზავნის გზავნილს ფინკა ბანკის სერვის ცენტრებიდან. ასევე დასაჩუქრდებიან ისინი, ვინც ყველაზე მეტი მოცულობის თანხას მიიღებენ და გააგზავნიან. 2019 წელს კამპანიას ჯამში 2 000-ზე მეტი გამარჯვებული ეყოლება.

ყველა მომხმარებელი, ვინც 2019 წლის 1 მარტიდან უკვე განახორციელა საერთაშორისო ფულადი გზავნილი ფინკა ბანკში, ავტომატურად ჩაერთო კამპანიაში და აქვს შანსი გახდეს სხვადასხვა პრიზის მფლობელი.

კამპანიის ფარგლებში, ყოველ თვე, ფინკა ბანკის ყველაზე აქტიური 200 მომხმარებელი, რომლებიც ყველაზე მეტი რაოდენობის და მოცულობის საერთაშორისო ფულად გზავნილს განახორციელებს კონკრეტულ თვეს, საჩუქრად 5 ლარიან სასაუბრო დროს მიიღებს.

სპეციალური პრიზებია ასევე მათთვის, ვინც კამპანიის დაწყებიდან ყოველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის და რაოდენობის გზავნილს მიიღებს და გააგზავნის. ყოველ 3 თვეში, ყველაზე აქტიური 10 მომხმარებელი ფინკა ბანკისგან საჩუქრად მიიღებს 100 ლარიან დეპოზიტს.

კამპანიის საბოლო გამარჯვებულები კი 2020 წლის 15 იანვარს დასახელდებიან. ფინკა ბანკი გამოავლენს 2019 წლის ყველაზე ერთგულ 10 მომხმარებელს, მათ ვინც მთელი კამპანიის მანძილზე იყვნენ ფინკა ბანკის ლოიალურები და ყველაზე მეტი მოცულობის და რაოდენობის ფულადი გზავნილი განახორციელეს. მათ საჩუქრად 500 ლარიანი დეპოზიტი გადაეცემათ.

ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, თამარ სოფრომაძე ამბობს, რომ ფულადი გზავნილების წამახალისებელი კამპანია წელს ბევრად უფრო მასშტაბურია და მას 2 000-ზე მეტი გამარჯვებული ეყოლება. “ფინკა ბანკში მომხმარებელებს ვთავაზობთ სწრაფ და კომფორტულ სერვისს, მათ შეუძლიათ მიიღონ და გააგზავნონ თანხა სულ რამდენიმე წუთში და ამავე დროს, დასაჩუქრდნენ. ჩვენს წლევანდელ კამპანიას ყოველ თვე ეყოლება გამარჯვებულები, ასევე გვეყოლებიან შუალედური და საბოლოო პრიზიორები. გირჩევთ, რომ ჩაერთოთ გზავნილების წამახალისებელ აქციაში, დასაჩუქრდით და გააგრძელეთ თქვენი გზავნილების ისტორია  ფინკა ბანკში“ – ამბობს თამარ სოფრომაძე.

აღსანიშნავია, რომ ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქცია ქვეყნის შიდა ფულად გზავნილებზე არ ვრცელდება. კამპანიის ყოველი თვის, შუალედური და საბოლოო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია და მომხმარებლების სია განთავსდება ფინკა ბანკის ვებგვერდზე, ყოველი თვის 15 რიცხში.