ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო

2019-07-12T10:43:53+04:00ივლისი 9, 2019||

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო.

აქციის პერიოდში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას ისარგებლონ 3 თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით. სპეციალური შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს სესხის მხოლოდ საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ.

ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს. „ეს შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზაფხულის პერიოდში ჰქონდეთ მეტი ფინანსური რესურსი,  რადგან ამ პერიოდში ბევრი სხვადასხვა ხარჯი ემატება ოჯახს: დასვენების, რემონტის, სკოლის პერიოდისათვის მზადებაც დაიწყება მალე და ა.შ. დაზოგილი თანხა მათ პირადი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება. ეს მომხმარებლებისთვის არის სესხის გადასახადისგან თავისუფალი 3 თვე”.

ფინკა ბანკის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.FINCA.ge და ასევე სატელეფონო ცენტრის საშუალებით, ნომერზე *4949.

მიიღეთ მეტი სარგებელი ფინკა ბანკთან ურთიერთობით.