ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია დაიწყო. 10 თებერვლიდან 10 მაისამდე ვინც საკრედიტო ლიმიტის მინიმუმ ნახევარს დახარჯავს, ავტომატურად ჩაერთვება სპეციალურ აქციაში – ყოველ თვე ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ანგარიშზე საჩუქრად 50 ლარამდე თანხას დაუბრუნებს.

ფინკა ბანკის ეს უნიკალური პროდუქტი ბაზარზე საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომელიც ბარათზეა. თანხის ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენება შესაძლებელია სავაჭრო ობიექტებში, ასევე ბანკომატიდან განაღდება; მიმზიდველი და მოსახერხებელია ის, რომ საკრედიტო ლიმიტის ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია, არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე: მომხმარებელი ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა.

საკრედიტო ლიმიტი გაიცემა შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირებზე (შემოსავლების ოფიციალურად დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენა არ არის საჭირო).  საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500, ხოლო მაქსიმალური  – 4000 ლარია.

აქციის პერიოდში საკრედიტო ლიმიტი მომგებიანია – მარტივად აიღეთ საკრედიტო ლიმიტი,  დახარჯეთ თანხის მინიმუმ ნახევარი და სურვილების ასრულებასთან ერთად დაიბრუნეთ 50 ლარამდე თანხა ანგარიშზე.

საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი  აქ ან დაგვირეკეთ *4949