ფინკა ბანკი არასამთავრობო ორგანიზაცია „შენმოქმედის“ პროექტს შეუერთდა. პროექტის ფარგლებში „შენმოქმედის“ პარტნიორი ორგანიზაციები და მოხალისეები მრავალშვილიან ოჯახებს კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით ამარაგებენ.

ფინკა ბანკმა პროექტში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და „შენმოქმედთან“ ერთად უკვე 350-მდე ოჯახმა მიიღო კომპიუტერული ტექნიკა და დისტანციურად მუშაობისა და სწავლის საშუალება.

ფინკა ბანკი საგანმანათლებლო პროექტების აქტიური მხარდამჭერია. დღევანდელ რეალობაში ინტერნეტთან წვდომა და დისტანციური სწავლა თუ მუშაობა გადამწყვეტია, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამის საშუალება რაც შეიძლება მეტ ბავშვსა და ოჯახს ჰქონდეს.