ფინკა ბანკმა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

2018-11-12T00:35:35+04:00ოქტომბერი 16, 2017||

2017 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2017“-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ფინკა ბანკი უკვე ტრადიციულად კონკურსის მხარდამჭერი და სპეციალური სპონსორია. ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა ნომინაციაში „საუკეთესო ესსე“ გამარჯვებული ბავშვები – სალომე ბენდელიანი, ქეთა კოხტაშვილი და ელისაბედ ფირცხალავა საბავშვო ანაბრებით დააჯილდოვეს.

ფინკა ბანკი ღონისძიების მხარდაჭერით ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს, წვლილი შეაქვს მათ განვითარებაში და აძლევს მოტივაციას, ისწავლონ და დაიწყონ თანხის დაგროვება უკეთესი მომავლისთვის.