ფინკა ბანკი შეუერთდა პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას

2018-12-31T17:35:36+04:00დეკემბერი 21, 2018||

ფინკა ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა. ქართუ ფონდსა და ფინკა ბანკს შორის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ფინკა ბანკის იმ მომხმარებლების სიები, რომლებიც მოხვდნენ პროგრამაში, დაზუსტებულია და ვებგვერდზე vali.ge გამოქვეყნებულია.

შეთანხების შედეგად, ფინკა ბანკის  8 324 პრობლემურ მომხმარებელს დავალიანება სრულად გაუნულდა, დეკემბრის ბოლომდე ბანკი ჯამურად 7,44 მლნ ლარის მოცულობის სესხებს ჩამოწერს.

“ფინკა ბანკისთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია და ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით დაკრეტიდების პროცესს, რომელიც დაფუძნებულია მონაცემების სიღრმისეულ ანალიზსა და დამუშავებაზე. ჩვენი მომხმარებლები ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“ – განაცხადა ფინკა ბანკის  მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა დავით ზარანდიამ.

მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი შეეხებათ იმ მსესხებლებს, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრიდან 19 ნოემბრამდე უწყვეტად იმყოფებოდნენ ვადაგადაცილებაში და რომელთა დავალიანებული საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს, არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით.