ფულის გლობალური კვირეული ყოველწლიური მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა და, ტრადიციულად, მარტის თვეში 170 ქვეყანაში იმართება. 2021 წელს ფულის გლობალური კვირეული 22-28 მარტს აღინიშნება. კვირეული მიზნად ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელებასა და ფინანსური საკითხების გარშემო ცნობიერების ამაღლებას ისახავს. წლევანდელი პროექტის დევიზია „გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს“.

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს კონკურსს სახელწოდებით „ფული და ფულის სამყარო“. კვირეულის ფარგლებში, ფინედუს ფეისბუკ გვერდზე https://www.facebook.com/finedu.gov.ge  შეკითხვები განთავსდება (22-დან 26 მარტის ჩათვლით) ყოველ დღე, დღეში 2-ჯერ, 18:00 და 20:00 საათზე. სულ განთავსდება 10 ვიდეოშეკითხვა.

კონკურსის გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია ფინედუს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება 29 მარტს, 18:00 საათზე. გაიგეთ მეტი კონკურსის შესახებ 12-დან 18 წლის მოზარდებისთვის: http://bit.ly/კონკურსიფულისშესახებ

ჩაერთე და მოიგე საინტერესო პრიზები ან უბრალოდ, გაიგე მეტი ფულზე, ფულის ისტორიასა და საბანკო სისტემაზე.