ფინკა ბანკი, ტრადიციულად, წელსაც უერთდება ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას.

ფულის გლობალური კვირეული (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნება.  პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და ფინანსური საკითხების გარშემო ცნობიერების ამაღლება.

ფინკა ბანკი ყოველ წელს იღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და საქართველოს ყველა რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებას აწყობს. წელს დაზოგვის თემაზე მომზადდა შემეცნებითი ბროშურა, ფინკა ბანკის თანამშრომლები კი  ფილიალში მოიწვევენ ბავშვებს და მათთან ერთად დაზოგვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

წლევანდელი კვირეულის  მთავარი გზავნილია „ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე”

  • ისწავლე შენი უფლებები, რომ მიიღო უკეთესი გადაწყვეტილებები;
  • დაზოგე შენი სწავლისთვის;
  • გამოიმუშავე ბიზნეს უნარ-ჩვევები, რომ შექმნა უკეთესი მომავალი.

ფულის კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე  https://www.globalmoneyweek.org/