21 ნოემბერს შერატონ მეტახი პალასში სოციალური მეწარმეობის მე-8 ფორუმი გაიმართა. ფინკა ბანკი უკვე მეორე წელია, რაც სოციალური მეწარმეობის ფორუმის მხარდამჭერია. ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის ჰორიზონტალური ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.
ფორუმზე განიხილეს გასული წლის შედეგები, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების მთავარი გამოწვევები, რესურსებზე ხელმისაწვდომობის თემები, შემოსავლების დიფერენცირების მეთოდები, ინოვაციური მიდგომები და ბიზნესის წარმატების ფაქტორები. ასევე, გამოავლინეს წლის სოციალური საწარმო- „ბაბალე“.
ბანკის მიერ ღონისძიების სპონსორობა არის დემონსტრირება იმისა, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს კომპანია აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმიანობის დანერგვას და განხორციელებას ქვეყანაში.