ფინკა ბანკი, 11 ქართულ ბანკთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო. ამ მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გამარტივება  და გაუმჯობესება.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად. აღნიშნული სქემა მათ ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70 პროცენტამდე გარანტირებას უზრუნველყოფს.

წელს ამ სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. სქემის მიხედვით, ბანკის მიერ გასაცემი სესხის მინიმალური ოდენობა 50,000 ლარია.

ოფიციალურ კონტრაქტი  25 ივლისს 12 ბანკსა (მათ შორის, ფინკა ბანკს) და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს შორის გაფორმდა.

მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.