მსოფლიო დაზოგვის დღე  31 ოქტომბერს 125 ქვეყანაში აღინიშნება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, წლევანდელ ღონისძიებას დისტანციური სახე ექნება: საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნებს სპეციალურ ფორმას, რომელიც 7-დან 12 წლამდე ასაკის 500 ბავშვს საშუალებას მისცემს დარეგისტრირდნენ და თემატური საგანმანათლებლო სახის მასალები მეილზე მიიღონ.

გარდა ამისა, 2020 წლის მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს” (www.finedu.gov.ge) და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ორგანიზებით, ასევე, 7 კომერციული ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით ცხადდება ბლოგპოსტების კონკურსი დაზოგვის თემაზე.

კონკურსის სახელწოდება – „ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ – წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღის გლობალურ მესიჯს ეხმიანება.

ფინკა ბანკი ფინანსური განათლების გავრცელების აქტიური მხარდამჭერია – უკვე მეშვიდე წელია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მიერ ინიცირებულ აქტივობებში სხვა კომერციულ ბანკებთან ერთად აქტიურად ერთვება. ფინანსურ განათლებასა და დაზოგვის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული ბლოგპოსტების კონკურსის მხარდამჭერი, ფინკა ბანკიცაა და ერთ-ერთ გამაჯრვებულს 500 ლარიანი დეპოზიტით დააჯილდოვებს.

ბლოგპოსტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაეცანით პირობებს აქ.

„ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“