11 თებერვალს, ზუგდიდში ,,საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელიც თხილის სექტორში არსებულ პრობლემებს და მათი დაძლევის გზებს მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფერმერები, მთავრობის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები,  თხილის მსხვილი მწარმოებლები და ექსპორტიორები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფინკა ბანკი კონფერენციის ერთერთი სპონსორი იყო. ღონისძიების მსვლელობისას ორგანიზატორების მიერ ხაზი გაესვა, რომ ფინკა ბანკი ხელს უწყობს ფერმერებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას აგრო სესხების და აგრო განვადებების გზით. ფინკა ბანკის წარმომადგენლის მანუჩარ კეკელიას თქმით, კონფერენციაზე განხილული თემები დაეხმარებათ ფერმერებს განავითარონ თხილის მეურნეობები, ფინკა ბანკის აგრო განვადების საშუალებით კი მათ აქვთ შესაძლებლობა მარტივად და სწრაფად შეიძინონ ყველა ის ინვენტარი და მასალა, რაც მეურნეობისთვის სჭირდებათ.

ფინკა ბანკსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ფინკა ბანკი განაგრძობს ფერმერების და მცირე მეწარმეების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ყველა რეგიონში.