15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება. წელს ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ბანკი 12 პარტნიორ ფინანსურ ორგანიზაციასთან ერთად იღებს, რომელთა შორის ფინკა ბანკიცაა.

ამ დღის აღნიშვნა ემსახურება როგორც მოხმარებელთა ცნობადობის ამაღლებას, ასევე ორგანიზაციების მზაობას, მომსახურებისას მუდამ დაიცვან მომხმარებლების უფლებები და საუკეთესო სერვისი შესთავაზონ მათ.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე 2021 წელს ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩაივლის. ინიციატივის ფარგლებში ჩატარდება ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსიც*, რომლის თემატიკა მომხმარებელთა უფლებებს შეეხება. მეორე ტურში გადასული მონაწილეების ნამუშევრები განთავსდება ფინანსური განათლების პორტალის (www.finedu.gov.ge) ფეისბუქ და  ვებ გვერდებზე, საიდანაც აირჩევა  გამარჯვებულები, რომელთაც  პარტნიორი ორგანიზაციები საჩუქრებს გადასცემენ.

ფინკა ბანკი 2 გამარჯვებულს 500-500 ლარიანი ზრდადი დეპოზიტებით დააჯილდოვებს და ამით ხაზს გაუსვამს დაგროვების, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ჩვევის, მნიშვნელობას.

*კონკურსის პირობები იხილეთ შემდეგ ბმულზე.