საქართველოს ეროვნულ ბანკთან, “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართვლოსთან” და სხვადასხვა კომერციულ ბანკებთან ერთად ფინკა ბანკი  ინოვაციების ბანაკის ღონისძიებაში წელსაც ჩაერთო.  ღონისძიება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში განხორციელდა და მასში წელს 15-დან 18 წლამდე ასაკის 110 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა.

მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს წარმოადგენდნენ. მათ მთელი დღის განმავლობაში  კონკრეტული გამოწვევის გარშემო გუნდურად უნდა ემუშავათ: დავალების მიხედვით, უნდა მოეფიქრებინათ პროდუქტი, მომსახურება ან/და კამპანია, რაც ხელს შეუწყობდა ფულის დაზოგვის, გონივრული მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ფინანსური წიგნიერების ამაღლებას.

ღონისძიების დასასრულს თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც ფულის დაზოგვისა და საზოგადოების ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ინოვაციური და ეფექტური გზები დასახეს.

ყველა მონაწილე წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდა, ხოლო საუკეთესო იდეის ავტორებს ეროვნული ბანკისა და ჯუნიორ ეჩივმენტის სპეციალური ჯილდო გადაეცათ.

ფინანსური წიგნიერების ამაღლება ფინკას გლობალური კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს ფინკას 20 წევრი ქვეყანა ახორციელებს. გაცნობიერებული გვაქვს რა ფინანსურ გადაწყვეტილებებთან ერთად რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, სწორედ ამიტომ ფინანსური განათლების დონის ამაღლება ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას პირდაპირი გავლენა აქვს კონკრეტული ადამიანის და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე.