17 ივლისს, ფინკა ბანკსა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება  მომავალი საქართველოსთვის“ RDFG-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას და შრომის ბაზარზე ეფექტური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

მემორანდუმს ხელი ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსმა ლელა თოფურიამ და  ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” RDFG-ის HR  ოფიცერმა ნინა ყუფარაძემ  მოაწერეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ არაფორმალური განათლების და დასაქმების პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობით, მათ შორის, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ითანამშრომლობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით.

„ფინკა ბანკისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დასაქმების შესაძლებლობა მივცეთ რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებს. მსგავს პროექტებთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან ის გვეხმარება აღმოვაჩინოთ მოტივირებული ადამიანები. ამავე დროს, ბანკში მუშაობა პროექტის ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს  მოკლე დროში მიიღონ დიდი ცოდნა და გამოცდილება“ – აღნიშნა ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსმა, ლელა თოფურიამ.

“RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, წარმოადგენს დასაქმების ინოვაციური ესპანური shuttle მოდელს, რომლის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კორპორაციული მოხალისეობა. პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით გამოხატავენ მზაობას კორპორატიული მოხალისეობისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფინკა ბანკი, წარმოადენს დასაქმების პროგრამის წარმატების და პროგრამაში ჩართული ადამიანების დასაქმების  ძირითად გარანტს“ – აღნიშნა მრჩეველმა დასაქმების საკითხებში ირმა ქორთუამ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია ფინკა ბანკის დასაქმების შესაძლებლობების და ახალი პროდუქტების შესახებ.

თანამშრომლობის შედეგად პირველი პროექტი შემოდგომაზე განხორციელდება.