ფინკა ბანკი დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშნვას შეუერთდა

2018-11-12T22:11:14+00:00ოქტომბერი 31, 2018||

31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა და მას 120-ზე მეტ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ. ფინკა ბანკი უკვე მეხუთე წელია ერთვება ეროვნული ბანკის და გერმანული შემნახევალი ბანკების ფონდის ინიციატივაში და მონაწილეობს დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობებში.

წელს ფინკა ბანკის თანამშრომლები საქართველოს რეგიონებში გამართავენ შეხვედრებს და ღია გაკვეთილებს სკოლებში, რომლის მთავარი თემაც დაზოგვა და ფინანსური რჩევები იქნება. ასევე, მომზადდა სპეციალური საგანმანათლებლო ბროშურა დაზოგვის შესახებ, რომელიც გავრცელდება საქართველოს რეგიონებში.

„წელსაც სიხარულით ჩავერთეთ ეროვნული ბანკის და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის ინიციატივაში და აღვნიშნავთ დაზოგვის საერთაშორისო დღეს. უმნიშვნელოვანესია, რომ დაზოგვის უნარები ბავშვობიდან გამოვუმუშაოთ ბავშვებს და სწორედ ამიტომაც ჩვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფები ბავშვები არიან. მუდმივად ვცდილობთ ჩავატაროთ სხვადასხვა აქტივობები მათთვის, გავაცნოთ დაზოგვის შესახებ რჩევები, სახალისო ფორმით შევაყვაროთ დაზოგვა და ავუხსნათ, რომ დაზოგვით მიზნის მიღწევა მარტივია“ – ამბობს მარიამ ესებუა, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

ფინკა ბანკი წელს საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება ფინანსური განათლების და დაზოგვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.