ფინკა ბანკი გილოცავთ ახალ წელს!


FINCA - NEW YEARძვირფასო მომხმარებლებო,

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. დაე, ეს ახალი წელი ბედნიერების, სიმშვიდის, წარმატებისა და ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის.

2016 წელი ფინკა ბანკისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო – დასრულდა საბანკო ტრანსფორმაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი. დღეისათვის 100 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის ყველა საბანკო პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომია. ჩვენი მომხმარებლების 87%-ის ძირითადი შემოსავლის წყარო, ხომ სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი აფინანსებს, რაც აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, შესაბამისი პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ მათ, რათა წარმატებით გააგრძელონ საქმიანობა და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი და სხვების ცხოვრება.

ახალი წელი სურვილების და ოცნებების ასრულების დროა, როცა ადამიანები სასწაულს ელოდებიან.  ფინკა ბანკმა არც წელს უღალატა თავის მისიას.  მომხმარებლებს შორის ბევრია ისეთი, რომლებსაც მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ, ამიტომაც ეს ახალი წელი მათი სურვილების ასრულებას მივუძღვენით: ქ-ნ თამარს, ხელვაჩაურში, თავისი 4 შვილისთვის სარეცხის რეცხვა ხელით აღარ მოუწევს; ბატონი გოგიტას შვილები, ბაღდათში, შეძლებენ თავიანთი თანატოლების მსგავსად ჰქონდეთ პერსონალური კომპიუტერი; ქ-ნ ლარისას ჩხოროწყუში თავისი ობოლი 4 შვილის და მოხუცი დედამთილის მოვლისათვის მეტი დრო დარჩება, რადგან მას სარეცხი მანქანა უკვე აქვს; ქ-ნ ქეთევანს, თელავში, უკვე აქვს სახლში გაზი, გაზქურაც და კერძების მოსამზადებლად, თუ სახლის გასათბობად, შეშის დაპობა აღარ სჭირდება; მარნეულელი ქალბატონი მალახატის ოცნება, ჰქონოდა სარეცხი მანქანა, ასრულდა; ქ-ნ შორენას და მის ერთადერთ შვილს დიდი ხნის სურვილი, ჰქონოდათ ტელევიზორი, აუსრულდათ; საგარეჯოელი ბატონი ოთარის მცირეწლოვან შვილებს კომპიუტერი დაეხმარებათ უკეთესი განათლების მიღებაში, ქ-ნ მაიას ახალციხეში, რომელიც სამ შვილს მარტო ზრდის, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებს შეუმსუბუქებს სარეცხის მანქანა……

ფინკა ბანკი წარმატებულ 2017 წელს გისურვებთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლოვი თანამშრომლობით კიდევ ბევრი ადამიანის ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ.

 

პატივისცემით,

ფინკა ბანკი

 

 
ფინკა ბანკი საქართველო ფინკა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის (FMH), წარმომადგენლობაა საქართველოში, ამავდროულად მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედი გლობალური მიკროსაფინანსო და საბანკო ქსელის ნაწილია, რომლის მისიაა პასუხისმგებლიანი საფინანსო მომსახურება გაუწიოს მცირე შემოსავლების მქონე პირებსა და მოსახლეობას უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი