ფინკა ბანკი გილოცავთ ახალ 2019 წელს!

2019-01-11T16:55:58+00:00დეკემბერი 27, 2018||

ძვირფასო მომხმარებლებო და პარტნიორებო,

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ საინტერესო და წარმატებულ 2019 წელს.

2018 წელი ფინკა ბანკისთვის საიუბილეო წელი იყო, საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ეს სადღესასწაულო განწყობა გასდევდა მთელ წელს. მომხმარებლებს შევთავაზეთ საინტერესო აქციები, განვაახლეთ დისტანციური სერვისები, დავხვეწეთ და გავამრავალფეროვნეთ საბანკო პროდუქტები. თუმცა იყო გამოწვევებიც და ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდით, ახალ შესაძლებლობებად ვაქციეთ ისინი. ჩვენს პასუხისმგებლობას განსაკუთრებულად აძლიერებდა მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირი, რომ ფინკა ბანკის პროდუქტები და სერვისები მათთვის არის შესაძლებლობა, შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ.

ფინკა ბანკი კვლავაც არ ღალატობს არჩეულ გზას და ტრადიციულად, ახალ წელს ბავშვებს უძღვნის. წელს, სანამ ჩვენ ყოველდღიურ საქმეებში ვიყავით ჩაფლულები, 8 წლის ბექა მსოფლიოში ყველაზე ვერაგ და სასტიკ დაავადებას ებრძოდა და ამარცხებდა. 2018 წელი ბექას გამარჯვების წელია და ეს ყველას გამარჯვებაა, ვინც ერთხელ მაინც იფიქრა მასზე, თანხა გადავურიცხა ან მასზე პოსტი გააზიარა. ფინკა ბანკი წელს ყველა მომხმარებლის და პარტნიორის, ჩვენი მეგობრების  სახელით  საახალწლო საჩუქარს ბექას უძღვნის. ეს თანხა მას საბოლოო გამარჯვებაში აუცილებლად დაეხმარება. ახალ წელს სასწაულები მართლაც ხდება და ბექამ ეს სასწაული თავის გამოჯანმრთელებით უკვე მოახდინა.

იმედი გვაქვს, რომ 2019 წელს ჩვენი ერთობლოვი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ერთად გავაგრძელებთ მეწარმეების და ფერმერების მხარდაჭერას მთელ საქართველოში.

საუკეთესო 2019 წელს გისურვებთ.

 

პატივისცემით,

ფინკა ბანკი