ფინკა ბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა. ღონისძიება 5 დეკემბერს გაიმართა და ახალი წევრები საზოგადოების წინაშე წარდგნენ.

ხელმოწერის ცერემონია ბიზნეს კონფერენციაზე “ბიზნესლიდერები ცვლილებების სათავეში” ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართა.

კონფერენციაში ის კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც ქალთა გაძლიერების მიმართულებით აქტიურად საქმიანობენ. ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების რიცხვმა საქართველოში უკვე 43-ს მიაღწია.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებია: 1. ხელმძღვანელობის მიერ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. 2. სამსახურში ყველა ქალისა და კაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა, პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვისა და არადისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და ხელშეწყობა. 3. ყველა ქალი და კაცი თანამშრომლის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; 4. ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა. 5. საწარმოს განვითარება, მიწოდების ჯაჭვები და მარკეტინგის პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას. 6. თანასწორობის ხელშეწყობა სათემო ინიციატივებისა და ადვოკატირების მეშვეობით.7.გენდერული თანასწორობის მიღწევაში პროგრესის გაზომვა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერას საქართველოში ნორვეგიის მთავრობის ფინანსური დახმარებით ახორციელებს. დამატებითი ინფორმაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ იხილეთ აქ https://www.weps.org/