ფინკა ბანკმა მხარი დაუჭირა ქუთაისის უნივერსიტეტისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ერთობლივი პროექტს „ბიზნეს სკოლა“.

პროექტი 2 ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საგანმანათლებლო კურსს დაეთმო, რომლის დროსაც მონაწილეებმა ბიზნესის მენეჯმენტი, მარკეტინგის საფუძვლები, რესურსების მობილიზება და სამართლებრივი საკითხები შეისწავლეს.

პროექტის მეორე ნაწილი საკონკურსო იყო. 5 მოსწავლისგან შემდგარმა 4-მა გუნდმა რეალური ბიზნეს ქეისები განახორციელა. ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, გამარჯვებულ გუნდს 2 000 ლარი გადაეცა.

ფინკა ბანკმა გუნდს, რომლებმაც ფინკა ბანკის საბავშვო დეპოზიტების გაყიდვებისა და მარკეტინგული კომუნიკაციების პროექტი მოამზადა, სპეციალური პრიზი გადასცა, გუნდის 5-ვე წევრმა საჩუქრად 100 ლარიანი დეპოზიტი მიიღო.

„ფინკა ბანკი მუდმივად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ახალი ცოდნის მიცემასა და ფინანსური განათლების დონის ამაღლებას ემსახურება.  ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ვცდილობთ, მოსწავლეებში ადრეული ასაკიდანვე გავუჩინოთ დაზოგვის სურვილი და მივცეთ ცოდნა, როგორ დაზოგონ გონივრულად. პროექტი საინტერესო იყო, რადგან მოსაწვლეებმა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნაც მიიღეს. მე, როგორც ჟიურის წევრს, საკმაოდ გამიჭირდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო პროექტის შერჩევა. ფინკა ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ, ფინკა ბანკის ფილიალების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა.

ბიზნეს სკოლის პროექტში ქუთაისის სხვადასხვა სკოლების, 10-11 კლასის, 60 მოსწავლე მონაწილეობდა.