ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

2018-11-12T00:25:23+00:00აგვისტო 2, 2018||

ფინკა ბანკი განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გამოდმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი.

ფიზიკური პირების მიერ ვადიან დეპოზიტზე თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე 9.5% (ეფექტური – 9.73 %), ხოლო 12 თვის შემთხვევაში – წლიური 11% (ეფექტური 11%).

დღეისათვის ფინკა ბანკის საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით მიმზიდველია იურიდიული პირებისთვისაც, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტზე იწყება 8,14%-დან (ეფექტური 8.94%), ხოლო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 10,74 % -ით (ეფექტური 10.22%).

ფინკა ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის დეპოზიტს სთავაზობს, მათ შორის, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო და ანაბარი „მეტი სარგებელი“, რომელსაც ლარში განთავსების შემთხვევაში, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.5% ერიცხება (ეფექტური 12.32%).

დეპოზიტის გახსნა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეს. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ერთი ან რამდენიმე დეპოზიტი მარტივად, სერვის ცენტრში ვიზიტისას, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge

წელს ფინკა საქართველოს ბაზარზე ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და წლის ბოლომდე მომხმარებლებს მრავალ სიახლეს შესთავაზებს.