ფინკა ბანკის გზავნილების კამპანიის გამარჯვებულები დასახელდნენ

2019-01-11T15:16:19+04:00იანვარი 10, 2019||

დღეს ფინკა ბანკმა გამოავლინა ის 20 მომხმარებელი, რომლებმაც 2018 წელს ფულადი გზავნილების კამპანიის განმავლობაში, ყველაზე მეტჯერ მიიღეს და გააგზავნეს საერთაშორისო ფულადი გზავნილი ფინკა ბანკის ფილიალებიდან. ერთგულებისთვის ფინკა ბანკმა მათ 500 ლარიანი დეპოზიტი გადასცა.

კამპანიის გამარჯვებულები არიან:

  1. სალომე სონძია
  2. ელეონორა იმედაძე
  3. მანანა გოგალაძე
  4. ნათელა სალაძე
  5. გოჩა გაბედავა
  6. სოსო თევზაძე
  7. ნონა სულაქველიძე
  8. მარინე ქანთარია
  9. ირინა ქუქჩიშვილი
  10. ლიანა რაზმაძე
  11. ნონა კეზუა
  12. ლეილა კოხია
  13. ლელა ვახანია
  14. ლალი გაბედავა
  15. თეა რუაძე
  16. დავითი ჯავახიშვილი
  17. ინგა ფერაძე
  18. თეა ნონიაშვილი
  19. ვერიკო ხორავა
  20. ვალერიან ბაირამაშვილი

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა მომხმარებელს, რომელიც ჩაერთო ჩვენს კამპანიაში. მოხარულები ვართ, რომ გამოვავლინეთ 20 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომლებმაც შექმნეს თავიანთი გზავნილების ისტორია ფინკა ბანკში, მათ ერთგულებისთვის 500 ლარიანი დეპოზიტები გადაეცემათ. აქვე აღვნიშნავ, რომ ფულადი გზავნილების ახალი კამპანია მალე დაიწყება, ასე რომ, ადევნეთ თვალი ჩვენს სიახლეებს“ – ამბობს თამარ სოფრომაძე, ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების კამპანია 2018 წლის 5 აპრილის დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. აქციის განმავლობაში მესამე და მეექვსე გზავნილზე 10 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო ბრენდირებული საჩუქარი. ფინკა ბანკის საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურად 20 ყველაზე აქტიური მომხმარებელი შეირჩა, რომლებმაც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღეს და გააგზავნეს საერთაშორისო ფულადი გზავნილი ფინკა ბანკის ფილიალებიდან.