ფინკა ბანკი საქართველო სპეციალურ საშეღავათო პირობებს შესთავაზებს იმ მომხმარებლებს, რომელთა შემოსავლებსა და საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ.

სესხის ყოველთვიურ შენატანზე საშეღავათო პირობებით სარგებლობის განაცხადებს ბანკი მიიღებს მხოლოდ დისტანციური არხებით: ფინკა ბანკის ვებ გვერდით  ან ცხელი ხაზით *4949.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 25 მარტის ჩათვლით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფინკა ბანკი ფილიალებში სისტემატურად ატარებს შესაბამის სადეზინფექციო სამუშაოებს, თუმცა, მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბანკში ვიზიტისაგან და ისარგებლონ დისტანციური მომსახურების არხებით.

გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას საშეღავათო პერიოდის პირობების შესახებ, გისურვებთ ჯანმრთელობას!

კითხვა: ვისზე გავრცელდება სპეციალური საშეღავათო პერიოდი?
პასუხი: საშეღავათო პერიოდი გავრცელდება იმ მომხმარებლებზე,  რომელთა შემოსავლებსა და საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ. სპეციალური საშეღავათო პერიოდის მოთხოვნის მიზნით, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით  ან დარეკოს ცხელ ხაზზე არაუგვიანეს 25 მარტისა.

კითხვა: რა ტიპის სესხებზე არ ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?
პასუხი: საშეღავათო პერიოდი არ ვრცელდება აგრო სესხებზე, ავტო სესხებზე, საკრედიტო ლიმიტზე, ასევე, ბიზნეს ოვერდრაფტზე, დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებზე.

კითხვა: როგორ შევძლებ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას?
პასუხი: თუ თქვენს შემოსავალზე, საქმიანობასა და შესაბამისად, გადახდისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ დაარეგისტრირეთ განაცხადი ელექტრონული ფორმით ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე *4949.

ბანკი განიხილავს განაცხადს და განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში გაცნობებთ პასუხს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ქოლ ცენტრის საშუალებით. პასუხის მისაღებად ბანკში ვიზიტი საჭირო არ არის.

კითხვა: თუ არ შევავსე განაცხადი, ავტომატურად გააქტიურდება საშეღავათო პერიოდი ჩემს მიმდინარე სესხზე?

პასუხი: არა. სპეციალური საშეღავათო პერიოდის ავტომატური გააქტიურება არ მოხდება.

კითხვა: რა ვადით განისაზღვრება სპეციალური საშეღავათო პერიოდი?

პასუხი: სპეციალური საშეღავათო პერიოდი მოიცავს მაქსიმუმ 3 გადახდის პერიოდის გადავადებას.

კითხვა: გაიზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?
პასუხი: არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთები არ შეიცვლება.

კითხვა: გაიზრდება თუ არა სესხის ვადა?
პასუხი: დიახ, სესხის ვადა გაიზრდება და მას დაემატება საშეღავათო პერიოდი

კითხვა: გაიზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

პასუხი: ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება.  რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის ვადაზე.

კითხვა: საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
პასუხი: დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფინკა ბანკი ფილიალებში სისტემატურად ატარებს შესაბამის სადეზინფექციო სამუშაოებს, თუმცა, მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბანკში ვიზიტისაგან და ისარგებლონ დისტანციური მომსახურების არხებით: ბარათები, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, სატელეფონო ცენტრი *4949.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ფინკა ბანკის ვებ გვერდზე www.FINCA.ge, ფეისბუქ გვერდზე, დაგვიკავშირდით სატელეფონო ცენტრში *4949