ფინკა ბანკმა 2 ახალი პროდუქტის შეთავაზება დაიწყო – ავტო სესხი და ავტო ლიზინგი მათთვისაა, ვისაც ჰყავთ ავტომანქანა და სწრაფად სჭირდებათ თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით, ან აქვთ მანქანის ღირებულების მინიმუმ 20% და სურთ ახალი ავტომობილის შეძენა.

სესხის აღება შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში, 25 000 ლარამდე თანხის მისაღებად 1 საათზე ნაკლები დროა საჭირო, სესხის მაქსიმალური ვადა 36 თვეა.

ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე აღნიშნავს, რომ ავტო სესხი და ავტო ლიზინგი არის საინტერესო ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისთვისაც სისწრაფე და სიმარტივე მნიშვნელოვანია. „ჩვენი ავტო პროდუქტები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ჰყავს, ან სურს შეიძინოს ავტომობილი და გარკვეული თანხა სწრაფად სჭირდება. მომხმარებლები ყველაზე ხშირად გვეკითხებიან – ავტომობილი მრჩება თუ არა სარგებლობაში, არის თუ არა აუცილებელი ფინკა ბანკის სახელზე გადაფორმება? მეგობარი ავტომობილი რჩება მომხმარებლის სახელზე და მას ჩვეულებრივ განკარგავს. ავტომობილის დაზღვევა კი სავალდებულო არ არის. მოვუწოდებთ მომხმარებლებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ისარგებლონ ფინკა ბანკის ავტო სესხით და ავტო ლიზინგით“ – ამბობს ირაკლი აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ ავტოლიზინგის შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან თანამონაწილეობა მინიმალურია –  ეს შეადგენს მანქანის ღირებულების მინიმუმ 20%-ს, ხოლო დანარჩენ 80% აფინანსებს ფინკა ბანკი.

ფინკა ბანკის ავტოსესხის და ავტოლიზინგის განაცხადის შევსება შესაძლებელია სერვის ცენტრებში, ასევე ვებგვერდის საშუალებით.