სენაკში ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

2018-11-12T00:31:59+00:00ნოემბერი 27, 2017||

24 ოქტომბერს სენაკში, რუსთაველი 255-ში, ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც  მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდება.

გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასმიანოვნო გარემოს შექმნა.

ფინკა ბანკმა საბანკო ლიცენზია 2013 წელს მიიღო და საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, დღეს მომხმარებლებს უკვე სრულ საბანკო პროდუქტებს და სერვისებს სთავაზობს.

ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა აღნიშნა, რომ სენაკის თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

მოხარულები ვართ, რომ დღეიდან სენაკში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით. აქ მათ დახვდებათ სასიამოვნო და მყუდრო გარემო,  პროფესიონალი თანამშრომლები და მაღალი ხარისხის მომსახურება. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე. ფინკა ბანკში სერვის ცენტრების განახლების პროცესი შემდეგ წელსაც გაგრძელდება“  – განაცხადა ვუსალ ვერდიევმა.

ფინკა ბანკი უკვე 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, 35 ქალაქში. ფინკა ბანკის კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი აფინანსებს.