საჩხერეში ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა

2018-11-12T22:13:36+00:00ოქტომბერი 15, 2018||

11 ოქტომბერს, საჩხერეში, აღმაშენებლის #5-ში, ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდებათ. გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასმიანოვნო გარემოს შექმნა.

სერვის ცენტრი ფინკა ბანკის რეგიონალურ ოპერაციათა მენეჯერმა ხათუნა ჭელიძემ და საჩხერის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა ერთობლივად გახსნეს. ხათუნა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ფინკა ბანკი უკვე 14 წელია საჩხერეშია და ეს ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ეს რეგიონი.

“დღეიდან საჩხერეში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით და  სრულ საბანკო მომსახურებას გავუწევთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. პირებს. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე” – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის თქმით, საჩხერეში თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრის გახსნა არის დამატებითი შესაძლებლობა ფერმერებისთვის და ყველა ადგილობრივისთვის, რომ ისარგებლონ მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებით და სერვისებით. „მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკი აგრძელებს აქტიურობას ჩვენს რეგიონში, განახლებული სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე მეწარმეებს და ფერმერებს განვითარებაში“.  

საჩხერის სერვის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ  თვითმმართველობის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები, ფინკა ბანკის მომხმარებლები.   

ფინკა ბანკის სერვის ცენტრების განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.