საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2018-11-12T00:54:06+00:00მაისი 20, 2014||

20 მაისს ფინკა ბანკი საქართველოს წარმომადგენლებმა, საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები დაესწრნენ.

ფინკა ბანკი საქართველოს წარმომადგენლები სტუდენტებს ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ ესაუბრნენ და საკრედიტო იფიცრის სტაჟირების პროგრამის შინაარსი გააცნეს. პრეზენტატორებმა ყურადღება ფინკა ბანკში დასაქმების პერსპექტივებზე გაამახვილეს.

თავის მხრივ, სტუდენტების დაინტერესება სტაჟირების მიმდინარეობის პროცესმა და ფინკა ბანკში საკრედიტო ოფიცრის ფუნქციების შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია. სტუდენტებმა მათი კარიერული წინსვლისათვის მსგავსი პროგრამების არსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და მათ საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების სააპლიკაციო ფორმა შეავსებინეს.

აღნიშნული შეხვედრა ფინკა ბანკის, როგორც დამსაქმებლის სტატუსით გაიმართა. ფინკა ბანკის წარმომადგენლები მსგავსი შეხვედრის გამართვას ილიაუნის სტუდენტებთანაც გეგმავენ.  ფინკა ბანკის საკადრო პოლიტიკა ეყრდნობა თანასწორობის, სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპებს.