ფინკა ბანკი გიზიარებთ კონსოლიდირებულ მოკლე საინფორმაციო გზამკვლევს მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთათვის, ვისაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობის აღდგენა ან/და კომპენსაციის მიღება სურს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ აღნიშნული მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და დეტალური კონსულტაციისთვის მიმართეთ შესაბამის ორგანოებს.

  • თუკი ხართ სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაინტერესებული ხართ ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით, შეგიძლიათ მუშაობის უფლების მოსაპოვებლად შეავსოთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა (აქვე შეგიძლიათ იხილოთ ფორმის შევსების წერილობითი ან ვიდეო ინსტრუქცია). დადებითი პასუხის შემთხვევაში სამუშაო პროცესის აღდგენა მოხდება საქართველოს მთავრობის გეგმა-გრაფიკის საფუძველზე. დეტალური ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
  • უსაფრთხოდ მუშაობის დეტალური რეკომენდაციები იხილეთ  ბმულზე.
  • საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იწყება დახმარებების გაცემა. შემდეგ ბმულზე შეძლებთ გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი, ეკუთვნით თუ არა რომელიმე ჯგუფს და რა უნდა მოიმოქმედოთ დახმარებების მისაღებად.

ფინკა ბანკი ჯანმრთელობას და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ!