ფინკა ბანკი აგრძელებს მიკრო მეწარმეებისა და თვითდასაქმებულების ინფორმირებას და გთავაზობთ კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ გზამკვლევს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ აღნიშნული მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს დღეის მდგომარეობით და დეტალური კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის ორგანოებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურს.

300 ლარიანი სახლმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კატეგორიას წარმოადგენენ:

  1. ინდივიდუალურ მეწარმეები
  2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები
  3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირები

ამ კატეგორიის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა უფიქსირდებოდეთ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან.

4. ასევე, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

ეკონომიკურ აქტივობად ითვლება პირის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა.

როგორ მივიღებ დახმარებას?

  1. შემოსავლების სამსახური, არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის  დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე  – https://eservices.rs.ge/;
  2. დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას, სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინსტრუქცია და საკანონმდებლო აქტი.

ფინკა ბანკი ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ.