31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა და მას 120-ზე მეტ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ. ფინკა ბანკი უკვე მეექვსე წელია ერთვება დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში.

წელს 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ფინკა ბანკის ფილიალებში გაიმართება შეხვედრები და ღია გაკვეთილები ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. ბავშვებს სახალისო ფორმით გავაცნობთ რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ ფული, რომ ფულის დაზოგვით მიზნის მიღწევა მარტივია. ბავშვებს გადავცემთ სპეციალურ საგანმანათლებლო ბროშურებს და ასევე სერთიფიკატს, რომ მათ გაიარეს ერთდღიანი შეხვედრა-ტრენინგი ბანკში.

დაზოგვის ჩვევის გამოსამუშავებლად მთავარია სამომავლო დანახარჯების წარმოდგენა და ხელშესახებ მიზნად ქცევა. ადამიანებს გვჩვევია ე.წ „შავი დღისთვის“ ფულის შეგროვება, არადა ამასაც არასდროს ვაკეთებთ. დროა ეს დადებით კონტექსტში გადავიტანოთ და #თეთრიდღისთვის – ხელშესახები მიზნისათვის –  დავიწყოთ დაზოგვა.

მე ვაგროვებ #თეთრიდღისთვის არის საქართველოში 2019 წლის ფულის დაზოგვის დღის მთავარი გზავნილი. დაზოგვის მსოფლიო დღეს 31 ოქტომბერს აიღეთ თეთრი ფურცელი, დაფიქრდით და ჩამოწერეთ რისთვის დაგჭირდებათ ფული სამომავლოდ, მობრძანდით ფინკა ბანკის ფილიალში, გახსენით დეპოზიტი, რომელსაც დაარქმევთ თქვენი მიზნის სახელს და დაიწყეთ დაზოგვა ამ #თეთრიდღისათვის.

თქვენი მიზნიდან გამომდინარე შეგიძლიათ გახსნათ დეპოზიტი ფინკა ბანკში. დეპოზიტების არჩევანი იხილეთ აქ.

გახსოვდეთ, შენახული თითო თეთრიც გვაახლოვებს #თეთრიდღის მიზანთან!